კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 62:
სოფლის განაპირას მაღალ მთაზე, რომელსაც კატისციხეს ეძახიან, გადმოცემის თანახმად იდგა ციხე. ციხეს ბევრი ოთახი ჰქონია, მათ შორის მიწის ქვეშაც. ციხე მიწისძვრას დაუნგრევია, სანახავად მისულ ხალხს კი იქ კატა დახვედრია, ამიტომ დაერქვა კატის ციხე. კატისციხიდან გზის მშენებლობისთვის ქვიშა-ქვის გაზიდვის დროს გამოვლინდა ორგალავნიანი სიმაგრის ნაშთი.
 
სვანის ქედზე არის გამოქვაბული კელკეტერა. კელკეტერა დაქსელილი იყო შიდა სავალით, რომელიც სამ გამოქვაბულს აერთიანებდა. სამივე გამოქვაბულზე კარი იყო შებმული. კელტეკერაზე ნაპოვნია ქვევრები და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.
 
კელტეკერას წინ ჩამოუდის პატარა „შუა ღელე“. შუაღელის მარცხენა ნაპირზე დგას „ციხიას“ გორაკი. გორაკზე ციხე იყო აღმართული, რომელიც შუა ღელიდან მოზიდული ქვებით იყო აშენებული. ციხე იყო სიგრძით 60, სიგანით კი 20 მეტრი. ჩრდილოეთით და სამხრეთით ციხეს ორი კოშკი ჰქონდა. ციხე არქაული ეპოქისაა. ციხე აკონტროლებდა მდინარე [[სუფსა|სუფსის]] სანაოსნო გზას.
 
==ლიტერატურა ==