ზედა ბახვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
 
==ისტორია==
სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძარი ნაშენი იყო თლილი ქვით, ჰქონდა ოთხქიმიანი ჯვრის ფორმა და [[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათი]]. გუმბათი სიმეტრიული იყო, არც მაღალი, არც დაბალი, კორპუსისა და გუმბათის კარ-ფანჯრების საპირეები მოჩარჩოებული იყო საგულდაგულოდ მოპირკთებული სვეტებით. სამრეკლო აშენებული იყოსახურაზვე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები კორპუსთან შედარებით ვიწრო იყო. ტაძარში ინახებოდა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე [[პალიასტომი]]ს ტბის სიახლოვეს მდგარ გაპარტახებულ ეკლესიას ეკუთვნოდა. ეკლესიას ჰქონდა სამშენებლო წარწერა სამხრეთ შესასვლელის ზემოთ. წარწერა იუწყებოდა რომ ტაძრი აშენდა [[1867]] წელს [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ეპისკოპოსი]]ს დაფინანსებით ლევან და მოსე ბერეკაშვილების მიერ. გაბრიელს ტაძრის მშენებლობა 8000 მანეთი დაუჯდა.<ref>''დიმიტრი ბაქრაძე'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.170 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>
 
1874 წელს სოფელში აგრეთვე ეპისკოპოს გაბრიელის შემწეობით გაიხსნა სკოლა, რომელსაც 1875 წელს უკვე დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი.<ref>ჟურნალი „დროება“N34 — 1975 წ.</ref>
 
სოფელში 1937 წელს აშენდა მცირე [[ჰიდროელექტროსადგური]], რომლის სიმძლავრე იყო 67 კვტ/სთ. 1945 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მისი სიმძლავრე 100 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ჰესი ზედა ბახვის გარდა ელექტროენერგიით ამარაგებდა [[ქვედა ბახვი|ქევდა ბახვს]], [[ასკანა]]ს, [[მშვიდობაური|მშვიდობაურს]], [[ფამფალეთი|ფამფალეთს]].<ref>''მუჰამედ მურვანიძე'', „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზედა_ბახვი“-დან