დასავლეთი კარპატები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქედი |სახელი = დასავლეთი კარპატები |ფაილი...
(განსხვავება არ არის)

14:59, 22 იანვარი 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი დასავლეთი კარპატები — კარპატის მთების დასავლეთი, ყველაზე მაღალი და განიერი ნაწილი პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიგანე 200 კილომეტრზე მეტი. შედგება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმართული ქედებისა (დასავლეთი ბესკიდები) და იზოლირებული მასივებისაგან (ტატრები, დაბალი ტატრები, დიდი ფატრა და სხვა). აგებულია ძირითადად გრანიტებით, გნაისებითა და კირქვებით. მაღალ მთებზე ალპური რელიეფი და მყინვარული ტბებია. ტატრებში აღმართულია კარპატების უმაღლესი მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი . დასავლეთ კარპატების სამხრეთ ნაწილში საშუალო სიმაღლის ბრტყელმწვერვალებიანი მასივებია (სლოვაკეთის მადნიანი მთები, ბიუკი, მატრა დას სხვა). მთების კალთებზე, დაბლა ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეებია (მუხნარი, წიფლნარი), ჩრდილოეთ კალთებზე და საშუალო მთიან ზონაში - შერეული და წიწვოვანი, მაღალმთიანეთში - ალპური მდელოები. დასავლეთ კარპატების ნაკრძალებში შემონახულია ტყის ფლორა და ფაუნა. ცხოველებიდან გვხვდება დათვი, კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, მგელი, ფოცხვერი და სხვა.