ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Theatre institute.jpg|მინი|300პქ|საქართველოს თეატრისა და კინოს სახ. ინსტიტუტი (დაარსდა 1972 წ.)]]
 
'''ქართული კინემატოგრაფია''' სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო დოკუმენტური კადრების შეგროვება.
 
==პირველი ნაბიჯები==
ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან [[ვასილ ამაშუკელი]] და [[ალექსანდრე დიღმელოვი]] დგანან, რომლებმაც 1908-09 წლებიდან დაიწყეს ქართული ყოფის ამსახველი დოკუმენტური სურათების გადაღებები.
 
[[File:Tsutsunava, 1918, Christine (clip).ogv|thumb|ნაწყვეტი ფილმიდან „ქრისტინე“]]
 
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება [[ძმები ლუმიერები]]ს კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, [[მუშტაიდის ბაღი|მუშტაიდის ბაღში]] საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად. ამავე წლებში [[ვასილ ამაშუკელი]] პირველ ქართულ [[დოკუმენტური ფილმი|დოკუმენტურ ფილმებს]] იღებდა [[ბაქო]]ში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“. მანვე 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „[[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]]“. 1916-1928 წლებში პროდიუსერი [[გერმანე გოგიტიძე]] ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, [[ალექსანდრე წუწუნავა]]ს „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინეს]]“ გადაღებას [[ეგნატე ნინოშვილი]]ს მოთხრობის მიხედვით.
ხაზი 10:
==ქართული საბჭოთა კინო==
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 კინოს სექცია გაიხსნა განათლების სახალხო კომისარიატში. 1923-1928 წლებში ეს სექცია საქკინმრეწველობად ჩამოყალიბდა. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორები: [[ივანე პერესტიანი]], [[ამო ბეკ-ნაზაროვი]], [[ვლადიმერ ბარსკი]]. პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. აღსანიშნავია მისი ფილმები „[[არსენა ყაჩაღი]]“ (1921 წ.) „[[სურამის ციხე (ფილმი)|სურამის ციხე]]“ (1922 წ.) „[[წითელი ეშმაკუნები]]“ (1923 წ.) მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. 1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]]
 
[[File:ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინო-ფილმი მამის მკვლელი.JPG|thumb|ნატო ვაჩნაძე და ვანო სარაჯიშვილი- კინოფილმში „[[მამის მკვლელი (ფილმი)|მამის მკვლელი“]]]]
 
წუწუნავამ და მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, [[მიხეილ კალატოზიშვილი|მიხეილ კალატოზიშვილს]], [[მიხეილ ჭიაურელი|მიხეილ ჭიაურელს]], [[კოტე მიქაბერიძე]]ს, [[ნიკოლოზ შენგელაია]]ს. კინორეჟისორების ამ ახალმა თაობამ შექმნა ისეთი ფილმები, „[[ელისო]]“ (1928), „[[ჩემი ბებია]]“ (1929), „[[ჯიმ შვანთე]]“ (1930) და „[[ხაბარდა]]“ (1931). ამ პერიოდის ზოგიერთი ფილმი, ავანგარდისტული „ჩემი ბებია“ და „[[ლურსმანი ჩექმაში]]“ საბჭოთა [[ცენზურა]]მ აკრძალა.
Line 19 ⟶ 21:
რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში [[1960-იანები|60-იანი]] წლებიდან გამოჩნდა. 60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეოდბნენ [[ელდარ შენგელაია]], [[გიორგი შენგელაია]], [[ოთარ იოსელიანი]], [[მერაბ კოკოჩაშვილი]] და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხბოდნენ აქტუალური სოციალური და ზნეობრივ პრობლემებს. ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „[[თეთრი ქარავანი]]“ (1963 წ.) „[[ალავერდობა]]“ (1963 წ.), „[[გიორგობისთვე (ფილმი)|გიორგობისთვე]]“ (1966 წ.), „[[დიდი მწვანე ველი]]“ (1967 წ.) „[[არაჩვეულებრივი გამოფენა]]“ (1968 წ.) არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო.
 
60-იანი წლებშივე რეჟისორმა [[მიხეილ კობახიძე]]მ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინოს. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი შეიქმნა: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970 წ.), ირაკლი კვირიკაძის „[[ქვევრი (ფილმი)|ქვევრი]]“ (1970 წ.) გურამ პატარაიას „რეკორდი“ (1973 წ.). დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიიანი ფილმი [[დათა თუთაშხია (ფილმი)|„დათა თუთაშხია“]], რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ [[ჭაბუა ამირეჯიბი]]ს ამავე სახლწოდების [[დათა თუთაშხია|რომანის]] მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს [[ოთარ მეღვინეთუხუცესი]] ასრულებდა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნა თავისი უკანასკნელი ნამუშევრები: [[ამბავი სურამის ციხისა]]“ (1984 წ.) და „აშუღ-ყარიბი“ (1988 წ.) [[სერგო ფარაჯანოვი|სერგო ფარაჯანოვმა]], რომლის ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
 
1972 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში შეიქმნა კინოხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო თავად ინსტიტუტი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ინსტიტუტმა ქართველი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა დაბადა: [[თემურ ბაბლუანი]], [[ნანა ჯორჯაძე]], [[დიტო ცინცაძე]], [[ალეკო ცაბაძე]], [[გოდერძი ჩოხელი]], [[ნანა ჯანელიძე]], [[ლევან თუთბერიძე]] და სხვები. მათი მოღვაწეობა [[საბჭოთა კავშირი]] ნგრევას და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს დაემთხვა. ამის გამო მათ მხოლოდ რამდენიმე ფილმის გადაღება მოახერხეს.
Line 28 ⟶ 30:
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat-inline|Cinema of Georgia}}
*[http://www.geocinema.ge/ge/img/kinos-istoria.pdf ქართული კინო], არჩილ შუბაშვილი
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან