ქართული კინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''ქართული კინემატოგრაფია''' სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო დოკუმენტური კადრების შეგროვება.
 
===პირველი ნაბიჯები===
==ისტორია==
 
===პირველი ნაბიჯები===
ქართული კინემატოგრაფიის სათავეებთან [[ვასილ ამაშუკელი]] და [[ალექსანდრე დიღმელოვი]] დგანან, რომლებმაც 1908-09 წლებიდან დაიწყეს ქართული ყოფის ამსახველი დოკუმენტური სურათების გადაღებები.
 
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება [[ძმები ლუმიერები]]ს კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციო აპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა მხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ, ოდესელმა ბიზნესმენმა, [[მუშტაიდის ბაღი|მუშტაიდის ბაღში]] საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. მანვე ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ალექსანდრე დიღმელოვს კინო ქრონიკების გადასაღებად. ამავე წლებში [[ვასილ ამაშუკელი]] პირველ ქართულ [[დოკუმენტური ფილმი|დოკუმენტურ ფილმებს]] იღებდა [[ბაქო]]ში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“. მანვე 1912 წელს გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი „[[აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში]]“. 1916-1928 წლებში პროდიუსერი [[გერმანე გოგიტიძე]] ჩაუდგა სათავეში პირველი ქართული მხატვრული ფილმის, [[ალექსანდრე წუწუნავა]]ს „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინეს]]“ გადაღებას [[ეგნატე ნინოშვილი]]ს მოთხრობის მიხედვით.
 
===ქართული საბჭოთა კინო===
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 კინოს სექცია გაიხსნა განათლების სახალხო კომისარიატში. 1923-1928 წლებში ეს სექცია საქკინმრეწველობად ჩამოყალიბდა. ქართულ კინოწარმოებაში აქტიურად ჩაებნენ რუსეთიდან
ჩამოსული რეჟისორები: [[ივანე პერესტიანი]], [[ამო ბეკ-ნაზაროვი]], [[ვლადიმერ ბარსკი]]. პერესტიანმა ქართულ კინოში რევოლუციური თემატიკა შეიტანა. აღსანიშნავია მისი ფილმები „[[არსენა ჯორჯიაშვილი]]“ (1921 წ.) „[[სურამის ციხე (ფილმი)|სურამის ციხე]]“ (1922 წ.) „[[წითელი ეშმაკუნები]]“ (1923 წ.) მაყურებელთა მოწონებას იმსახურებდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „[[ვინ არის დამნაშავე]]“ (1925 წ.) „[[ხანუმა]]“ (1926 წ.) „[[ჯანყი გურიაში (ფილმი)|ჯანყი გურიაში]]“ (1928 წ.). წუწუნავას ფილმებში მონაწილეობდა პირველი ქართველი კინოვარსკვლავი [[ნატო ვაჩნაძე]]. 1924-1929 წლებში ქართულ კინოში მოღვაწეობდა თეატრის რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]]
Line 20 ⟶ 18:
40-იან წლებში, [[დიდი სამამულო ომი]]ს დროს შემცირდა ფილმების წარმოება. ქართული კინოს აღორძიენება დაიწყო 50-იან წლებში. 1953 წელს სახკინმრეწვის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო კინოსტუდია „[[ქართული ფილმი]]“, სადაც ხდებოდა ყველა ქართული ფილმის გადაღება. საეტაპო ფილმი იყო [[რეზო ჩხეიძე|რეზო ჩხეიძის]]ს და [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძის]] „[[მაგდანას ლურჯა (ფილმი)|მაგდანას ლურჯა]]“, რომელიც [[ეკატერინე გაბაშვილი]]ს მოთხრობის ეკრანიზაცია იყო. მას, ისევე როგორც აბულაძის სხვა ფილმს „[[სხვისი შვილები]]“ [[იტალიური ნეორეალიზმი]]ს გავლენა იგრძნობოდა. პოპულარობით სარგებლობდა რეზო ჩხეიძის ჰეროიკული დრამა „[[ჯარისკაცის მამა]]“ და მთავარი როლის შემსრულებელი [[სერგო ზაქარიაძე]].
 
რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში [[1960-იანები|60-იანი]] წლებიდან გამოჩნდა. 60-70-იანი წლები ქართული კინოს აღორძინების პერიოდია. ამ დროს მოღვაწეოდბნენ [[ელდარ შენგელაია]], [[გიორგი შენგელაია]], [[ოთარ იოსელიანი]], [[მერაბ კოკოჩაშვილი]] და სხვები. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. მკაცრი ცენზურის პირობებში ქართველი კინემატოგრაფისტები ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხბოდნენ აქტუალური სოციალური და ზნეობრივ პრობლემებს. ამიტომაც ქართულ კინოში იგავური ფორმა დამკვიდრდა. ფილმები „[[თეთრი ქარავანი]]“ (1963 წ.) „[[ალავერდობა]]“ (1963 წ.), „[[გიორგობისთვე (ფილმი)|გიორგობისთვე]]“ (1966 წ.), „[[დიდი მწვანე ველი]]“ (1967 წ.) „[[არაჩვეულებრივი გამოფენა]]“ (1968 წ.) არსებული სოციალური სისტემის შეფარული კრიტიკა იყო.
 
60-იანი წლებშივე რეჟისორმა [[მიხეილ კობახიძე]]მ სათავე დაუდო ქართული მოკლემეტრაჟიანი კინოს სერიას. მან ორიგინალურად გაიაზრა მუნჯი კინოს. 70-იან წლებში ბევრი მოკლემეტრაჟიანი კომედიური ფილმი შეიქმნა: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970 წ.), ირაკლი კვირიკაძის „[[ქვევრი (ფილმი)|ქვევრი]]“ (1970 წ.) გურამ პატარაიას „რეკორდი“ (1973 წ.). დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1975-1978 წლებში გამოსული მრავალსერიიანი ფილმი [[დათა თუთაშხია (ფილმი)|„დათა თუთაშხია“]], რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო გაბესკირიამ [[ჭაბუა ამირეჯიბი]]ს ამავე სახლწოდების [[დათა თუთაშხია|რომანის]] მიხედვით გადაიღეს. აბრაგის როლს [[ოთარ მეღვინეთუხუცესი]] ასრულებდა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნა თავისი უკანასკნელი ნამუშევრები: [[ამბავი სურამის ციხისა]]“ (1984 წ.) და „აშუღ-ყარიბი“ (1988 წ.) [[სერგო ფარაჯანოვი|სერგო ფარაჯანოვმა]], რომლის ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
Line 26 ⟶ 24:
1972 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში შეიქმნა კინოხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო თავად ინსტიტუტი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა. ინსტიტუტმა ქართველი კინემატოგრაფისტების ახალი თაობა დაბადა: [[თემურ ბაბლუანი]], [[ნანა ჯორჯაძე]], [[დიტო ცინცაძე]], [[ალეკო ცაბაძე]], [[გოდერძი ჩოხელი]], [[ნანა ჯანელიძე]], [[ლევან თუთბერიძე]] და სხვები. მათი მოღვაწეობა [[საბჭოთა კავშირი]] ნგრევას და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს დაემთხვა. ამის გამო მათ მხოლოდ რამდენიმე ფილმის გადაღება მოახერხეს.
 
===დამოუკიდებლობის შემდეგ===
 
[[1990-იანები|90-იანი]] წლები ქართული კინოში სტაგნაციის პერიოდი იყო. უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. ამ პერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გადაიღეს. გამონაკლისი იყო 1996 წელს გადაღებული „[[შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი]]“, რომელიც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროდუქცია იყო და ჯერჯერობით ყველაზე დიდ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია ქართულ ფილმთა შორის, მოხვდა რა [[ოსკარი]]ს ნომინანტთა სიაში [[ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის|საუკეთესო უცხოური ფილმის]] კატეგორიაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_კინო“-დან