სერბეთ-ბულგარეთის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (3) using AWB
ხაზი 8:
 
== სერბეთი ომის წინ ==
სერბეთის არმია ომის დაწყებისას ფაქტობრივად ყველა მონაცემით (არტილერიის გარდა) სჯობდა ბულგარეთისას, სერბები შეიარაღებული იყვნენ თანამედროვე ტექნიკით ასევე მიღებული ჰქონდათ დიდი საბრძოლო გამოცდილება [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთთან]] წარმოებულ ბოლო ორ ომში და ჰყავდათ მაღალკვალიფიციური გენერლები და ოფიცრები. თუმცა არსებობდა მნიშვნელოვანი პრობლემებიც კერძოდ ის, რომ სერბ მეომრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სათანადო დონეზე ათვისებული ახალი შეიარაღება და არ იცოდნენ მისი გამოყენება, ასევე [[მილან IV]] ომის დაწყებისას გამოსცა ბრძანება რომ მოეხდინათ მხოლოდ პირველი კლასის ქვეითების მობილიზება (30 წლამდე ახალწვეულები) რითაც დაუკარგა სერბეთის არმიას შესაძლებლობა გამოეყენებინა ომებში გამოცდილი ვეტერანები. ომის დაწყების მომენტში სერბეთში არსებობდა ბევრი საშინაო პრობლემა რაც არ იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო სრული კონცენტრაცია საომარ მოქმედებებზე. მთავარი შეცდომა მილან IV იყო ის, რომ როცაროდესაც საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ დეკლარაცია გამოსცა, მასში ეწერა რომ [[სერბები]] მიდიოდნენ [[ბულგარელები]]ს დასახმარებლად [[თურქები]]ს წინააღმდეგ საომრად, როცაროდესაც რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა სერბეთის არმიაში გაუგებრობამ იჩინა თავი.
 
== ბულგარეთი ომის წინ ==
ხაზი 14:
 
== ომის მსვლელობა ==
სერბებმა საზღვარი 14 ნოემბერს გადაკვეთეს და დაიწყეს შეტევის განვითარება [[ბულგარეთი]]ს ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ შეტევა სწრაფად შეჩერდა როცაროდესაც სერბები მიადგნენ ქალაქ [[სილვინიცა]]ს 16-19 ნოემბერს სერბეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბულგარელების პოზიციებს, ამავე დროს ტიმოკის დივიზიამ ალყაში მოაქცია ქალაქი [[ვიდინი]] თუმცა ვერავითარი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და უკვე ომის დასრულების შემდეგ, 29 ნოემბერს მოხსნა ალყა ქალაქს და სერბეთში დაბრუნდა. სილვინიცასთან განცდილი მარცხის შემდეგ სერბებმა უკან დახევა დაიწყეს და უკვე 24 ნოემბერს სერბეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. ბულგარელებმა კი კონტრშეტევა წამოიწყეს ქალაქ [[პიროტი]]ს მიმართულებით 26-27 ნოემბერს გაიმართა [[პიროტის ბრძოლა]] სადაც ბულგარელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სებებზე და აიძულეს ისინი დაეტოვებინათ პიროტი, სერბები [[ნიში (სერბეთი)|ნიშში]] გამაგრდნენ, ბულგარელებმა კი დაიწყეს მზადება ნიშის იერიშისთვის.თუმცა 28 ნოემბერს ავსტრო-უნგრეთის ელჩი სერბეთში შეხვდა ბულგარელ სამხედროებს და გააფრთხილა, რომ თუ ისინი განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათ უკვე [[ავსტრია-უნგრეთი]]ს არმიასთან მოუწევდათ ბრძოლა. ავსტრია-უნგრეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ბულგარელებმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, სერბები ომის დასრულების მიუხედავად მაინც ცდილობდნენ აეღოთ ვიდინი და ზავის დადების დროს თავისთვის უფრო მომგებიანი პირობები მიეღოთ.
 
==საზავო ხელშეკრულება ==
ხაზი 36:
[[კატეგორია:სერბეთის ისტორია]]
[[კატეგორია:ბულგარეთის ისტორია]]
 
{{Link FA|bg}}