ტაუპოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Otogi გვერდი „ტაუპო (ტბა)“ გადაიტანა გვერდზე „ტაუპოს ტბა“
No edit summary
ხაზი 32:
'''ტაუპო''' ({{lang-en|Taupo}}) — ტბა ახალ ზელანდიაში, [[ჩრდილოეთი კუნძული (ახალი ზელანდია)|ჩრდილოეთის კუნძულზე]]. ახალი ზელანდიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ვულკანურ პლატოზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 356 მ სიმაღლეზე. ფართობი 616 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 3 487 კმ², წყლის მოცულობა 59 კმ³. უდიდესი სიღრმე 186 მ. დრენირებულია ახალი ზელანდიის უდიდესი მდინარით — [[უაიკატოთი]]. ტბას ერთვის მდინარეები: უაიტაჰანუი, ტონგარირო, ტაურანგა-ტაუპო.
 
[[კალდერა]]ში მოქცეული ვულკანური წარმოშობის ტბაა. [[ქვაბული]]ს გენეზისი უკავშირდება სუპერვულკანის ამოფრქვევას. მოიცავს რამდენიმე ვულკანური წარმოშობის [[ვულკანური კრატერი|კრატერის]] ნაშთს, მათ შორის ვულკან ტაუპოს კრატერის რელიქტსაც. ტაუპოსა და მეზობლად მდებარე ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევების შედეგად დაახლ. 1800 წლის უკანწინ შეიქმნა მოზრდილი კალდერა, რომელიც თანადროულ დროში ტბამ დაიკავა. ტაუპოს ტბა პირველად მოინახულეს ევროპელებმა [[1830]]-იან წწ. ტბის სახელწოდება მომდინარეობს [[მაორული ენა|მაორიდან]] (''„ტაუპო ნუი ტია“'') და ნიშნავს „დიდ მოსასხამს“.
 
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია ზომიერი კლიმატი. ჰაერის მაქსიმალური [[ტემპერატურა]] მერყეობს 23.3 °C-იდან 11.2 °C-მდე. წვიმის სახით ნალექები მთელი წლის განმავლობაშია. ტბის ირგვლივ იმართება მასობრივი ველოსიპედური შეჯიბრებები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაუპოს_ტბა“-დან