ხარაგაულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი|ზესტაფონისა]] და [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის]] მუნიციპალიტეტები, სამხრეთით [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის]], აღმოსავლეთით [[ხაშურის მუნიციპალიტეტი|ხაშურის]], ჩრდილოეთით კი[[ჭიათურის მუნიციპალიტეტი|ჭიათურისა]] და [[საჩხერის მუნიციპალიტეტი|საჩხერის]] მუნიციპალიტეტები. მდებარეობს ზღვის დონიდან 285 – 2,642 (საშუალოდ 420) მ.
 
ტერიტორია მთაგორიანია. [[კლიმატი]] სუბტროპიკულია. [[ზამთარი]] ზომიერად ცივია, [[ზაფხული]] შედარებით გრილი. მუნიციპალიტეტის ფართობია 91,3 (ათასი)ჰა. წლიური ნალექიანობა არის 1200-1800 მმ. მთლიანი ტერიტორიის 180 კვ.კმ უჭირავს დაბლობს, ხოლო 733, 9 კვ.კმ. – მთიან ადგილებს. მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი წერტილია მთა [[სამეცხვარიო]] 2642 მეტრი. გვხვდება თიხნარი, ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგები, სუბალპური მდელოები.
 
მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით და ჰიდრო რესურსებით, ყველაზე გრძელი მდინარეა [[ძირულა]], რომლის შენაკადებია [[ხელმოსმულა]], [[დუმალა]], [[ვაშლეურა]] და [[მეჩხეთურა]], [[ბორიმელა]], [[რიკოთულა]], [[გედსამანისწყალი]], [[საკასრია]], [[ღორეშისხევი]], [[ჩხერიმელა]]. მდინარეებში ბინადრობენ [[კალმახები]].