უფლისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 20:
==დაგეგმარება==
დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები
უფლისციხის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები ყათლანიხევის ბიცვზე, ამავე დროის სამაროვანი სოფ. უფლისციხეში, ანტიკური ხანის რამდენიმე დაბა და სამაროვნები, შუა საუკუნის ნასოფლარები, სამაროვნები და სახიზნები, ხოლო შიდა ქალაქის აღმოსავლეთით — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები და გზის ნაწილი. უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ფვაძლევს არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ვაზის სასხლავი დანები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, კევრები, ყურძნის წიპწები და ა.შ. ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ძველი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოგვიდგენს.
|