'''იმერლები''' -— დასავლეთ [[ქართველები|ქართველთა]] ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ [[იმერეთის მხარე|იმერეთის]] ტერიტორიაზე, მდინარე [[რიონი|რიონისა]] და მისი შენაკადების ხეობებში. იმერელთა კომპაქტური დასახლებებია საქართველოს სხვა კუთხეებშიც: [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთი]], [[ქვემო ქართლი]], [[კახეთი]]. იმერლები საუბრობენ [[ქართული ენა|ქართული ენის]] იმერულ დიალექტზე. წარსულში ისინი გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებებით. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 850.000 ქართველი, იმერული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.