დურუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზვედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინაბაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ [[ყვარელი|ყვარლის]] მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსს]], რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.
 
დურუჯი ძირითადად საზრდოობს [[თოვლი]]ს და [[წვიმა|წვიმი]]ს წყლით, წყალმცირეა საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ<sup>3</sup>/ წმ. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ<sup>3</sup>/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქ.ქალაქ [[ყვარელი|ყვარელს]]. ჩატარებულია ღონისძიებანი [[ღვარცოფი]]ს გასაუვნებლად.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე2|3|657|კიკილაშვილი თ.}}
{{Commons|Category:Duruji river}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დურუჯი“-დან