SN 1957D: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ pl
ხაზი 7:
[[ჩანდრას სახელობის რენტგენული ტელესკოპი|ჩანდრას სახელობის რენტგენული ტელესკოპის]] მიერ გადაღებული ფოტო პირველია, რომელზეც რენტგენული გამოსხივება შეინიშნა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენია. კვლევებზე დაყრდნობით, ზეახლად აფეთქებამ [[ვარსკვლავი]] [[ნეიტრონული ვარსკვლავი|ნეიტრონულ ვარსკვლავად]] (იგივე [[პულსარი]]) გადააქცია. პულსარები [[სიმკვრივე|ზემკვრივი]], სწრაფად მოძრავი ობიექტები არიან, რომლებიც ისე არიან ჩაპრესილები, რომ მხოლოდ [[ნეიტრონი|ნეიტრონებიღაა]] დარჩენილი.
 
ჩანდრას ტელესკოპს 219 საათი და 49 წუთი - დაახლოებით 8,5 დღე დასჭირდა, რომ საკმარისი [[ნეიტრონი|სინათლე]] შეეგროვებინა რენტგენული წყაროდან. ფოტო გადაღებულია 2010-2011 წელს, მაგრამ [[ნასა|ნასამ]] დღესიგი (2012 წლის 30 ივლისს) გამოაქვეყნა.
 
SN 1957D-დან წამოსული რენტგენის სხივების ენერგიის დონეების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ვარსკვლავი, რომელიც ზეახლად აფეთქდა, ახლა პულსარია და გარდა ამისა, ამ პულსარმა გარშემო წარმოქმნა სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელსაც პულსარის ქარის [[ნისლეული]] ეწოდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/SN_1957D“-დან