სემიტური ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: arc:ܠܫܢܐ ܫܝܡܝܐ
ხაზი 2:
'''სემიტური ენები''' - [[აზია|აზიისა]] და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — [[მესოპოტამია]]ში) და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, [[არამეული ენა|არამეული]], [[ებრაული ენა|ებრაული]], მოაბური, ფინიკიური), რომლებიც [[სირია]]-[[პალესტინა]]შია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად ([[არაბული ენა|არაბული]], ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული [[დიალექტი|დიალექტები]]. დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, [[გეეზი]]. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა [[თვალსაზრისი]], რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება [[მორფოლოგია|მორფოლოგიური]] თუ [[სინტაქსი|სინტაქსური სტრუქტურის]] საერთო ტიპით, [[ბგერა]]თა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. [[ქამიტური ენები]]ს გენეტიკური ერთიანობის შესახებ.
 
== იხილეიხილეთ აგრეთვე ==
 
* [[აღმოსავლეთმცოდნეობა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემიტური_ენები“-დან