უოტერგეიტის სკანდალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Otogi-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 93.177.178.107-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:WatergateFromAir.JPG|thumb|300px|[[უოტერგეიტის კომპლექსი]], სადაც გახმაურებულ შეჭრას ქონდა ადგილი.]]
'''უოტერგეიტის სკანდალი''' (
სკანდალი დაიწყო [[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]] 1972 წლის 17 ივნისს უოტერგეიტის საოფისე კომპლექსში [[დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი]]ს შტაბ-ბინაში შეჭრისთვის ხუთი ადამიანის დაპატიმრებით. [[ფედერალური საგამოძიებო ბიურო]]ს მიერ წარმოებული გამოძიბით, ხოლო მოგვიანებით სენატის უოტერგეიტის კომიტეტისა და თემთა პალატის იურიდიული კომიტეტისა და პრესის მხილებით დადგინდა, რომ ეს შეჭრა ერთ-ერთი იყო მრავალრიცხოვან არალეგალურ საქმიანობათაგან, რომლებიც ნიქსონის შტატის თანამშრომლების მიერ იყო ნებადართული და წარმოებული. მათ ასევე გამოააშკარავეს დანაშაულისა და კანონდარღვევის უამრავი შემთხვევა, რომლებიც მოიცავდა საარჩევნო კამპანიის დარღვევებს, პოლიტიკურ შპიონაჟსა და საბოტაჟს, არალეგალურ შეჭრებს, გაუმართლებელ საგადასახადო აუდიტებს, არალეგალურ მოსმენებს მასშტაბურ დონეზე და ასევე საიდუმლო ფარულ საბანკო ანგარიშს [[მექსიკა]]ში, ამგვარი ოპერაციების ჩამტარებელთა ანაზღაურებისთვის. ეს საიდუმლო ფონდი გამოიყენებოდა ასევე იმ შვიდი ადამიანის გასაჩუმებლად, რომლებიც 17 ივნისის შეჭრისთვის იყვნენ დაკავებული.
ნიქსონი და მისი შტატი ერთმანეთში შეთანხდმენ შეჭრის გარემოებების დასაფარავად, განსაკუთრებით კი, მისი თეთრ სახლთან კავშირის დასამალად, ამ ფაქტის მოხდენამდე ექვსი დღით ადრე. პრეზიდენტისა და მისი შტატის თანამშრომლების მაკომპრომეტირებელი მტკიცებულებების ორი წლის განმავლობაში შეგროვების შემდეგ, რაც მოიცავდა მისი ყოფილი შტატის თანამშრომლების აღიარებებს სენატის გამოძიებაში, გაირკვა, რომ ნიქსონს ხმის ჩამწერის სისტემა ჰქონდა საკუთარ ოფისში [[თეთრი სახლი|თეთრ სახლში]], რომელსაც მრავალი საუბარი ქონდა დაფიქსირებული. ამ ფირების ჩანაწერებიდან გამოაშკარავდა, რომ მას პირადად მიუძღოდა ბრალი მართლმსაჯულებისთვის სიმართლის დამალვაში, კერძოდ ამ შეჭრასთან დაკავშირებულ გარემოებებში. ეს ჩანაწერი მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც
[[წარმომადგენელთა პალატა (აშშ)|თემთა პალატაში]] უეჭველი იმპიჩმენტისა, ხოლო [[აშშ-ის სენატი|სენატში]] დატუსაღების შესაძლებლობის წინაშე დამდგარი ნიქსონი ათ დღეში გადადგა, რითაც პირველი და ერთადერთი [[აშშ-ის პრეზიდენტი]] გახდა, რომელიც ამ პოსტიდან ვადამდე გადადგა. მისმა მემკვიდრემ ამ პოსტზე, [[ჯერალდ ფორდი|ჯერალდ ფორდმა]], გამოსცა წინააღმდეგობრივი [[ნიქსონის შეწყალება]] ნებისმიერი ფედერალური კანონდარღვევისთვის, რომელიც კი მას ჩადენილი შეიძლება ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას.
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/637431/Watergate-scandal/ უოტერგეიტის სკანდალი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://nixon.archives.gov/forresearchers/find/tapes/watergate/trial/transcripts.php Watergate Trial Conversations] {{en}}
* [http://www.washingtonpost.com/wp-srv/onpolitics/watergate/chronology.htm Watergate Timeline] {{en}}
* [http://news.bbc.co.uk/onthisday/hi/dates/stories/april/30/newsid_2933000/2933155.stm BBC News reports on Watergate] {{en}}
{{ესკიზი-აშშ}}
|