ოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 57:
}}
'''ოშკი'''
კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს [[ბაგრატიონები]], [[ადარნასე III]] [[კურაპალატი]]ს შვილები — [[ბაგრატ ერისთავთერისთავი]] და დავით მაგისტროსი (იგივე [[დავით III|დავით III დიდი კურაპალატი]]). ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს [[ტეტრაკონქი|ტეტრაკონქს]], თავისუფალი [[გუმბათი]]თ. ტაძრის [[ჯვარი|ჯვრისებრი]] მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა [[აფსიდა|აფსიდების]] სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ოშკი უხვად იყო შემკული [[რელიეფი|რელიეფებითა]] და [[ჩუქურთმა|ჩუქურთმებით]]. [[ფრესკა|მოხატულობიდან]] მცირედია შემონახული.
|