ჯადოსნური ქვეყანა (ვოლკოვი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 155:
* რამინა - ფერია-თაგვი, მინდვრის თაგვების დედოფალი. რკინის შეშისმჭრელმა იგი კატისგან გადაარჩინა. მადლობის ნიშნად იგი ეხმარებოდა ელისა და მის მეგობრებს, შემდეგ კი ელის დას, ენისაც დაუმეგობრდა. მან უწინასწარმეტყველა ელის, რომ მესამე მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში მისთვის უკანასკნელი იქნებოდა.
* სტელა - ვარდისფერი ქვეყნის ჯადოქარი, მარად ახალგაზრდა და მშვენიერი. მან უამბო ელის ჯადოსნური ფეხსაცმლების დანიშნულების შესახებ. მისივე ინიციატივით მფრინავ მაიმუნთა ბელად უორას გადაეცა მათი მმართველი, ჯადოსნური ქუდი. იმ დროიდან მაიმუნებს აღარაფერი მართავდა, მაგრამ მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ სტელასთან და მისი ინიციატივით სწორედ მათ მიაწოდეს საფრთხობელას ჯადოსნური ყუთი, რათა გუდვინისათვის თვალის დევნა შეეძლოთ.
 
== ფსევდო-ჯადოქრები ==
 
* გუდვინი - ამერიკელი, მოხვედრილი ჯადოსნურ ქვეყანაში. იგი მოფრინდა თავის საფრენი გასაბერი ბუშტით. ააშენა ზურმუხტის ქალაქი და 30 წლის მანძილზე წარმატებით ატყუებდა ყველას, თითქოს იგი დიდი ჯადოქარი იყო. თუმცა, ელიმ და მისმა მეგობრებმა გამოააშკარავეს იგი. მიუხედავად ამისა, გუდვინი დიდი ოსტატი იყო, რომელმაც ელის მეგობრებს სურვილები აუსრულა, რითაც დაამტკიცა, რომ ნამდვილი სასწაულის მოსახდენად არ არის აუცილებელი, იყო ჯადოქარი. ჯადოსნური ქვეყნის მოსახლეობა მას კვლავ თვლიდა ჯადოქრად.
* ურფინ ჯუსი - გინგემას ყოფილი ქვეშევრდომი, რომელმაც თავი მის მემკვიდრედ გამოაცხადა. ჯადოსნური ფხვნილის მეშვეობით გააცოცხლა დათვის ბეწვი, ხის ჯამბაზი ეოტ ლინგი და ხის ჯარისკაცები. რა დაიპყრო ზურმუხტის ქალაქი, განაგრძო ჯადოქრის რეპუტაციის შენარჩუნება - „იკვებებოდა“ ხელოვნური თაგვებითა და წურბელებით (როგორც გინგემა). მას შემდეგ, რაც დაკარგა ზურმუხტის ქალაქზე კონტროლი, თავი გამოაცხადა ცეცხლის მბრძანებლად, იყენებდა რა ჩარლი ბლეკის სანთებელას. მოგვიანებით სიკეთის მხარეს მოექცა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==