ჯადოსნური ქვეყანა (ვოლკოვი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 101:
* კაციჭამიას ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯი ქვეყნის ჩრდილოეთით, ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზასთან.
* გურიკაპის ციხესიმაგრე - მდებარეობს ლურჯ ქვეყანაში, ტყეში. მასში დასახლდნენ უცხოპლატელები, რომლებმაც აღმოაჩინეს დიდი ზომის ავეჯი და წიგნები.
 
===სოფლები და დასახლებები===
 
* კოგიდა - სოფელი ლურჯ ქვეყანაში, მდებარეობს გინგემას გამოქვაბულთან.
* მიწისქვეშა მემაღაროების დასახლება - მდებარეობს ლურჯი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზასთან.
 
==გზები==
 
ჯადოსნური ქვეყნის ყველაზე ცნობილი გზაა ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზა. იგი აერთიანებს ლურჯ ქვეყანა და ზურმუხტის ქალაქს. იწყება რამდენიმე გზის გასაყართან, გინგემას გამოქვაბულთან და მთავრდება ზურმუხტის ქალაქთან.
 
==ჯადოქრობა==
 
ჯადოსნურ ქვეყანას ეწოდება „ჯადოსნური“, ვინაიდან მის ფარგლებში მოქმედებს ჯადოქრობა, რომელიც მთელ რეალურ მსოფლიოში გამქრალია. ეს არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ქვეყნის მიღმა ჯადოსნური არაფერია, მაგრამ თავად ჯადოსნურ ქვეყანაში საოცრება ჩვეული საქმეა.
 
===ბუნების კანონები===
 
ჯადოსნური ქვეყნის ტერიტორიაზე გამუდმებით შეიმჩნევა ბუნების ჩვეული წესებისგან გადახრები. ჯადოქარ გურიკაპის ნებით ორი ასეთი უცნაურობაა:
 
* მუდმივი ზაფხული. ქვეყანაში ყოველთვის თბილა.
* მოლაპარაკე ცხოველები და ფრინველები.
 
სხვა უცნაურობები ძირითადად, აიხსნება კვლავ და კვლავ გურიკაპის ნებით, მაგრამ პირდაპირი განმარტების მოძიება რთულია:
 
* უცნაური ცხოველები - მათი ნაწილი რეალურ სამყაროში ან ამოწყდა, ან ჩრდილოეთ ამერიკაში საერთოდ არასოდეს უცხოვრია.
* გეოლოგია - მაგალითად, მიწისქვეშეთი უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე ცნობილი გამოქვაბული.
* ჯადოქრობის თავისებურებანი - ჯადოსნური ნივთები და შელოცვები მოქმედებენ ჯადოსნურ ქვეყანაში, მაგრამ არ მოქმედებენ სამყაროს სხვა ნაწილებში.
* გაცოცხლებული მექანიზმები - ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საუბრობენ არა მხოლოდ ცხოველები, არამედ ხელოვნური არსებები (ძირითადად, რთული მექანიზმები). ისინი ასევე მოძრაობას იწყებენ.
* ფიზიკის კანონების დარღვევა - მაგალითად, ენერგიის შენახვის კანონი ჯადოსნურ ქვეყანაში არ მოქმედებს. ასევე საგულისხმოა, რომ მფრინავი არსებები აქ უფრო დიდ ზომებს ატარებენ, ვიდრე რეალურ სამყაროში.
 
===უცნაური არსებები===
 
ექვსივე რომანში გვხვდება ხელოვნური არსებები, რომლებმაც ენა აიდგეს და მოძრაობდნენ:
 
* საფთხობელა - სამყაროს ჯერ კიდევ მაშინ გრძობდა, როდესაც არ იქნა დასრულებული, ხოლო შემდეგ აღმოაჩინა, რომ შეეძლო საუბარი და მოძრაობა.
* რკინის შეშისმჭრელი - წარსულში იყო ადამიანი, მაგრამ საკუთარმა ნაჯახმა მოჩეხა სხეულის ნაწილები და ისინი შეცვალეს მექანიკური პროტეზებით.
* ურფინ ჯუსის ჯადოსნური ფხვნილით გაცოცხლებული არსებები:
** დათვის ბეწვი, თუთიყუშის ფიტული, ირმის რქები (ოდესღაც ცოცხალი არსებები)
** ხის კლოუნი ეოტ ლინგი
** 200-მდე ხის ჯარისკაცი, კაპრალი, პოლიციელები.
** ურფინ ჯუსის ხის გენერალი ლან პიროტი, მოგვიანებით ცნობილი, როგორც ცეკვის მასწავლებელი - გამოჭრილი იქნა იშვიათი პალისანდრისგან.
* მექანიკური ცხენები, ცეზარი და ჰანიბალი - ააგო ფრედ კანინგმა. იკვებებოდნენ მზის ენერგიით და იმართებოდნენ სპეციალური სახელურებით. ჯადოსნურ ქვეყანაში ენა აიდგეს, თუმცა ტექნიკურ თვისებებს კვლავ ფლობდნენ.
* ტილი-ვილი - რკინის გოლიათი, რომელიც ჩარლი ბლეკმა ალქაჯ არახნასთან საბრძოლველად ააგო. თავდაპირველად წარმოადგენდა მოსიარულე მექანიზმს, მაგრამ მოგვიანებით გაცოცხლდა.
 
===ჯადოქრები===
 
ძირითადად, ცნობილია შემდეგი ჯადოქრები:
 
* არახნა - გიგანტური ალქაჯი, რომელიც ჯადოქარმა გურიკაპმა მრავალი წლის წინ დააძინა. არახნამ გადაწყვიტა ჯადოსნური ქვეყნის დაპყრობა.
* ბასტინდა - ბოროთი ფერია, ერთ-ერთი ოთხი ჯადოქრიდან. ჯადოსნურ ქვეყანაში მათთან ერთად დაახლოებით 400 წლის წინ გამოჩნდა და თავისთვის აირჩია იასამნისფერი ქვეყანა. ფლობდა ჯადოსნურ ქუდს, რომლითაც მართავდა მფრინავ მაიმუნებს. ელიმ შემთხვევით გაადნო იგი, დაასხა რა წყალი. ბასტინდა გინგემას და იყო.
* ვილინა - ყვითელი ქვეყნის ჯადოქარი. მოხუცი ფერია გრძელი ჭაღარა თმით. თან ატარებდა წინასწარმეტყველებების წიგნს, რომელიც დიდდებოდა და მცირდებოდა. მისი რჩევით ელი გაეგმგზავრა ზურმუხტის ქალაქში.
* გინგემა - ლურჯი ქვეყნის ბოროტი ალქაჯი, ბასტინდას და. ცხოვრობდა გამოქვაბულში, სადაც მას ემსახურებოდა ბუ გუამოკოლატოკინტი (იგივე გუამოკო). ცნობილი გახდა იმით, რომ გამოიწვია საზარელი ქარიშხალი, რომელმაც კანზასის შტატამდე მიაღწია, ჰაერში ასწია ფურგონი, რომელშიც ელი და მისი ძაღლი ტოტო იმყოფებოდნენ და ჯადოსნურ ქვეყანაში გადმოაფრინა. ფურგონი გინგემას თავზე დაეცა, რითაც დასრულდა მისი ლურჯ ქვეყანაში ბატონობა. მისგან დარჩა ჯადოსნური ფეხსაცმლების წყვილი, რომელთა ნამდვილი დანიშნულება, დიდ მანძილზე გადაადგილება, მხოლოდ პირველი რომანის ბოლოს გახდა ცნობილი. გინგემას ასევე შექმნილი ჰქონდა მაგნიტების მსგავსი ქვები, რომლებითაც გარე სამყაროდან მოვლენილ სტუმრებს იზიდავდნენ და არ აძლევდნენ ჯადოსნურ ქვეყანაში მშვიდად შესვლის საშუალებას.
* გურიკაპი - გიგანტური ჯადოქარი, რომელიც მრავალი ათასი წლის ცინ ცხოვრობდა. ცნობილია, რომ სწორედ მან აქცია ჯადოსნური ქვეყანა ჯადოსნურად. მოგვიანებით უცხოპლანეტელებმა მის სასახლეში საკუთარი ბაზა დააარსეს.
* რამინა - ფერია-თაგვი, მინდვრის თაგვების დედოფალი. რკინის შეშისმჭრელმა იგი კატისგან გადაარჩინა. მადლობის ნიშნად იგი ეხმარებოდა ელისა და მის მეგობრებს, შემდეგ კი ელის დას, ენისაც დაუმეგობრდა. მან უწინასწარმეტყველა ელის, რომ მესამე მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში მისთვის უკანასკნელი იქნებოდა.
* სტელა - ვარდისფერი ქვეყნის ჯადოქარი, მარად ახალგაზრდა და მშვენიერი. მან უამბო ელის ჯადოსნური ფეხსაცმლების დანიშნულების შესახებ. მისივე ინიციატივით მფრინავ მაიმუნთა ბელად უორას გადაეცა მათი მმართველი, ჯადოსნური ქუდი. იმ დროიდან მაიმუნებს აღარაფერი მართავდა, მაგრამ მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ სტელასთან და მისი ინიციატივით სწორედ მათ მიაწოდეს საფრთხობელას ჯადოსნური ყუთი, რათა გუდვინისათვის თვალის დევნა შეეძლოთ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==