სერგო ზაქარიაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ([[შალვა დადიანი| დადიანის]] „ნაპერწკლიდან", [[1937]]), ჯიბილო ([[კაკაბაძე, პოლიკარპე|კაკაბაძის]] „კოლმეურნის ქორწინება", [[1945]]), გიგაური ([[მოსაშვილი, ილო|მოსაშვილის]] „მისი ვარსკვლავი", ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, [[1952]]), გიორგი ([[თაბუკაშვილი, რევაზ | თაბუკაშვილის]] „რაიკომის მდივანი", [[1954]]). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი", [[1944]]), ბახასი ([[ვაჟა-ფშაველა | ვაჟა-ფშაველას]] „მოკვეთილი", [[1945]]), მეფე დავითისა ([[გოთუა, ლევან | გოთუას]] „დავით აღმაშენებელი", [[1946]]), ბესიკ გაბაშვილისა ([[გოთუა, ლევან | გოთუას]] „მეფე ერეკლე", [[1942]]).
 
უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი [[მრევლიშვილი, მიხეილ | მრევლიშვილის]] "ზვავში„ზვავში" (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, [[გოლდონი, კარლო | გოლდონის]] "სასტუმროს„სასტუმროს დიასახლისი", [[1952]]).
 
შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს:ქადაგი („ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით, [[1960]]), ფიროსმანი ([[ნახუცრიშვილი, გიორგი | ნახუცრიშვილის]] „ფიროსმანი", [[1961]]). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მრელვარემღელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ([[სოფოკლე | სოფოკლეს]] „ოიდიპოს მეფე", [[1956]]), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი ([[პუშკინი, ალექსანდრე | პუშკინის]] „ბორის გოდუნოვი", [[1957]]).
 
[[1934]] წლიდან მოღვაწეობდა [[კინო | კინოში]]. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები", [[1934]]), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე", [[1942]]-[[1943]], სსრკ-ის [[სახელმწიფო პრემია]]), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი", [[1960]]), ხოლო [[1965]] წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა", [[1965]], [[ლენინური პრემია]], [[1966]]) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე [[1955]]-[[1960]] წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
ხაზი 39:
[[რუსთაველის სახელობის პრემია]] ([[1971]]).
 
დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი | ლენინის ორდენით]], [[შრომის წითელი დროშის ორდენი | შრომის წითელი დროშის]] და [[საპატიო ნიშანი | „საპატიო ნიშნის" ]] ორდენებით.
 
==რესურსები ინტერნეტში==