'''საღამოს ტბა'''– — ტბა [[ჯავახეთი|ჯავახეთში]]. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ<sup>2</sup>, უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ<sup>3</sup>, წყალშემკრები აუზის ფართობი 528კმ<sup>2</sup>. ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]]. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი [[საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|საღამო]].