გიორგობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ამოვყარე ქსე-ისტურ კომუნისტური პასაჟები.
ხაზი 1:
{{გადასაწერი}}
[[სურათი:St George, Georgia (15th c).jpg|thumb|200px|წმ. გიორგის ხატი, XV ს.]]
'''გიორგობა''', ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა [[23 აპრილი|23 აპრილს]] და [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] ([[ძველი სტილითსტილი]]თ). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთსახელწოდებით იმართებოდა. [[ქართლი|ქართლში]] - [[გერისთობა]], [[უსანეთობა]], [[ატოცობა]]. [[კახეთი|კახეთში]] - [[ალავერდობა]], თეთრი გიორგობა. [[სამეგრელო|სამეგრელოში]] - [[ილორობა]] და სხვა.
 
[[საქართველო|საქართველოში]] არსებობდა [[წმ. გიორგი]]ს სახელობის 363 [[ტაძარი]] და სამლოცველო. ([[ლეგენდა|ლეგენდის]] მიხედვით, წმ. გიორგის [[სიკვდილი|სიკვდილის]] შემდეგ [[ღმერთი|ღმერთმა]] მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა). გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო [[იკონოგრაფია|იკონოგრაფიულად]] ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
 
ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ [[ღვთაება|ღვთაებებს]], რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.
 
კახეთში - [[14 აგვისტო|14 აგვისტოს]] იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული "ხატის მონები". ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა "ხატის მონა", რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.
 
სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში, [[23 აპრილი|23 აპრილის]] ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის "ნებას" აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.
==ლიტერატურა==
* ''სურგულაძე ი.'', ქსე, ტ. 3, გვ. 166, თბ., 1978
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგობა“-დან