ავსტრია-იტალიის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
==წინაპირობები==
 
[[1859]] წლის [[ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი]]სა და [[1859]]-[[1860]] წლების რევოლუციების შედეგად იტალია ძირითადად გაერთიანდა, რჩებოდა მხოლოდ [[ვენეცია]] და [[რომის პაპი|პაპის]] კუთვნილი [[რომი]], რომლებზეც ჯერ კიდევ ავსტრია ბატონობდა. ვენეციის ოლქის გასათავისუფლებლად მთელს იტალიაში გამეფებული იყო ანტიავსტრიული განწყობა. ამით ისარგებლა [[პრუსია]]მ, რომელიც ავსტრიის ომისათვის ემზადებოდა. [[ოტო ფონ ბისმარკი|ბისმარკმა]] [[საფრანგეთი]]ს მეშვეობით კავშირი დაამყარა იტალიასთან. ბისმარკისა და იტალიის გენშტაბის უფროსის გენერალ [[ალფონსო ფერერო ლა მარმორა]]ს მოლაპარაკებების საფუძველზე [[1866]] წლის 8 აპრილს პრუსია-იტალიას შორის დაიდო ავსტრიის წინააღმდეგ მიმართული სამოკავშირეო ხელშეკრულება.
 
==ომის მსვლელობა==
17 ივნისს [[პრუსია]]მ ომი გამოუცხადა [[ავსტრია]]ს. 20 ივნისს გენერალი მარმორა დაახლ. 120 ათასიანი არმიით ვენეციის ოლქში შეიჭრა. 27 ივნისს [[კუსტოცის ბრძოლა]]ში ავსტრიის არმიამ, რომელიც 78 ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა, იტალიის არმია დაამარცხა. . 3 ივლისს [[სადოვის ბრძოლა]]ში ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ პრუსიელებთან. ავსტრია იძულებული შეიქმნა ვენეციის ოლქში დისლოცირებული არმიის მნიშვნელოვანი ძალები პრუსიის წინააღმდეგ გადაესროლა. საბრძოლო ვითარების ამგვარმა ცვლილებებმა იტალიელებს შესაძლებლობა მისცა თავად გადასულიყვნენ შეტევაზე ვენეციის ოლქშიც და სამხრეთ ტიროლშიც, სადაც დიდი წარმატებებით იბრძოდა [[ჯუზეპე გარიბალდი]]ს მოხალისეთა კორპუსი. 20 ივლისს იტალიის ფლოტი, რომელიც 12 სახაზო ხომალდისაგან შედგებოდა, დაამარცხა ავსტრიის ფლოტმა 7 სახაზო ხომალდით, თუმცა პრუსიასთან განცდილმა რამდენიმე მარცხმა ავსტრია აიძულა მოლაპარაკება დაეწყო იტალიასთან.
 
==ლიტერატურა==