იაკობ შემოქმედელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წერტილი
ხაზი 3:
იაკობ დუმბაძე [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის მიტროპოლიტად]] იხსენიება [[1647]]-იდან. ქართლის მეფის [[გიორგი XI]]-ის დავალებით გალექსა [[ბაგრატ მუხრანბატონი]]ს ანტიმაჰმადიანური თხზულება - "უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - [[არჩილ II]]-ის ხოტბა, პასუხი [[იოსებ თბილელი]]ს შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული "[[აბდულმესიანი]]", რომელშიც ქების ობიექტი [[თამარი]]სა და [[დავით სოსლანი]]ს ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, [[დავით გურამიშვილი]], [[ანტონ I]], [[იოანე ბატონიშვილი]] და სხვები.
 
იაკობ შემოქმედელის სახელს ატარებს ერთ-ერთი ქუჩა [[ოზურგეთი|ოზურგეთში]].
 
[[კატეგორია:ქართველები]]