მეფის დაბრუნება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
 
=== წიგნი V: ბეჭდის ომი ===
[[ფაილი:ReturnOfTheKing.JPG|thumb|120px|left|პირველი ინგლისური გამოცემის გარეკანი]]
 
გენდალფი და პიპინი მიემგზავრებიან მინას ტირითში, გონდორის სამეფოში, რათა დენეთორს, გონდორის მოურავს, ამცნონ, რომ მის ქალაქს მალე საურონის ჯარები მოადგებიან. პიპინი საჯაროდ დებს ფიცს, რომ ემსახურება დენეთორს, ვინაიდან თვლის, რომ ბორომირი მისი და მერის დაცვის დროს იქნა მოკლული და მას გარკვეული ვალი აქვს მეფის წინაშე. ჯარი სულ უფრო და უფრო მოიწევს მინას ტირითის კედლებთან, ხოლო დენეთორი სულ უფრო მეტ შეშლილობაშია. ბორომირის უმცროსი ძმა ფარამირი ბრუნდება შინ, მაგრამ დენეთორი მას უბრძანებს, ოსგილიათი დაიცვას. ბრძოლის დროს ფარამირი სასიკვდილოდ დაჭრილია. მას სახლში გადმოასვენებენ. ჩანს, თითქოს იგი მკვდარია. სასოწარკვეთილი დენეთორი გადაწყვიტავს, დაწვას მისი და საკუთარი თავიც. მინას ტირითს უკვე ორკები ახვევია.