ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
1267140 ცვლილების გაუქმება Aragorn 2-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 38:
=== წიგნი I: წყვდიადის დაბრუნება ===
 
თხრობა იწყება ბილბო ბეგინსის დაბადების დღის აღნიშვნით. გარდა მრავალი ნათესავისა, მასზე მოწვეულები არიან ჯუჯები (დვორფებიDwarves) და ჯადოქარი გენდალფი. ბილბო და მისი ბიძაშვილისშვილი ფროდო ერთ დღეს აღნიშნავენ დაბადების წლისთავს.
 
წვეულების დროს ბილბო ყველას წინაშე მოულოდნელად აკეთებს განცხადებას და სამუდამოდ ემშვიდობება შაირის მოსახლეობას. ჯიბეში იგი მოულოდნელად გაიკეთებს თითზე მაგიურ ბეჭედს და ქრება. უჩინარი ბილბო შინ ბრუნდება და აპირებს შაირიდან რივენდელში წასვლას. ამ დროს კარგად გამოჩნდება, რომ ბეჭედს ცუდი თვისებებიც აქვს - მისი ბოროტი ძალა იზიდავს ბილბოს და არ აძლევს საშუალებას, დატოვოს იგი. გენდალფი მაინც დაითანხმებს ბილბოს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ კონვერტში შეფუთულ ბეჭედს გადასცემს ფროდოს შესანახად. ამასობაში, ბილბოს კარს მოაწყდება მეზობლებისა და ნათესავების ბრბო, რომელსაც სურს საჩუქრების მიღება. მათ შორის გამოირჩევიან სეკვილ ბეგინსები, ოტო და ლობელია, ცოლ-ქმარი, რომელთაც სძულთ ბილბო, ისევე როგორც ბილბოს და შაირის ბევრ მცხოვრებს სძულს ისინი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეჭდის_საძმო“-დან