სპარტაკი (ტელესერიალი)
„სპარტაკი“ — ამერიკული ისტორიული ჟანრის სერიალი. მისი პრემიერა გაიმართა Starz-ზე 2010 წლის 22 იანვარს, ჩვენება კი დასრულდა 2013 წლის 12 აპრილს. პირველ სეზონში მოქმედება ვითარდება ძვ. წ. 73-71 წლებში, როდესაც რომის იმპერიის წინააღმდეგ მონათა აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მონა სახელად სპარტაკი.
სპარტაკი | |
---|---|
ჟანრი | ისტორიული დრამა |
სცენარი | სტივენ დენაიტი |
მონაწილეობენ |
ენდი უიტფილდი ლიამ მაკინტაირი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 4 |
სერია | 39 |
ეპიზოდი | 39 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 53–60 წთ. |
კომპანია |
DeKnight Productions Starz Originals |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Starz |
ჩვენების ფორმატი | 1080i (HDTV) |
აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
ეთერში | 22 იანვარი, 2010 | — 12 აპრილი, 2013
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის პირველი სეზონი — „სპარტაკი: სისხლი და ქვიშა“ დაიწყო 2010 წლის 22 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 16 აპრილს. იგი შედგება 13 ეპიზოდისგან. სერიალის მეორე სეზონი — „სპარტაკი: არენის ღმერთები“ — გამოვიდა 2011 წლის 21 იანვარს და დასრულდა 25 თებერვალს. ეს სეზონი მოიცავს 6 სერას. მესამე სეზონი — „სპარტაკი: შურისძიება“ — გამოვიდა 2012 წლის 27 იანვარს და დამთავრდა 30 მარტს. იგი შეიცავს 10 ეპიზოდს. ტელესერიალის მეოთხე სეზონის — „სპარტაკი: დაწყევლილთა ომის“ – გადაღება დაიწყო 2013 წლის 25 იანვარს და დასრულდა 12 აპრილს.