ენდი უიტფილდი (ინგლ. Andy Whitfield; დ. 17 ოქტომბერი, 1972, უელსი, გაერთიანებული სამეფო — გ. 11 სექტემბერი, 2011, ავსტრალია) — უელსელ-ავსტრალიელი მსახიობი.[1] იგი ცნობილი გახდა სპარტაკის როლით, რომელიც ენდიმ სერიალებში სპარტაკი: სისხლი და ქვიშა და სპატრაკი: ღმერთების არენაზე შეასრულა.[2]

ენდი უიტფილდი

ენდი უიტფილდი 2010 წლის ივლისში San Diego Comic-Con International-ზე
დაბადების სახელი Andy Whitfield
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1972
ამლუხი, უელსი, გ.ს.
გარდაცვალების თარიღი 11 სექტემბერი, 2011 (39 წლის)
სიდნეი, ავსტრალია
ეროვნება უელსელ-ავსტრალიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2004–2011
მეუღლე(ები) ვეშთი უიტფილდი
(2001-2011)
შვილ(ებ)ი 2

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ენდი ვეშთის ლონდონში შეხვდა. წყვილი საცხოვრებლად სიდნეიში გადავიდა და 2001 წელს იქორწინეს. მათი ორი შვილი შეეძინათ.[3]

2010 წლის მარტში, ენდის დაუდგინდა არა-ჰოჯკინის ლიმფომა და დაიწყო დაუყოვნებლივი მკურნალობა ახალ ზელანდიაში.[4] სწორედ ამის გამო დაგვიანდა სერიალ სპარტაკის მეორე სეზონის გამოშვება.[4] 2010 წლის ივნისისთვის ცნობილი გახდა, რომ ენდიმ კიბო დაამარცხა, თუმცა ამავე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა რომ მას დაავადება ისე შეუბრუნდა[5] და უიტფილდი იძულებული გახდა როლი მიეტოვებინა.[6][7] ენდის როლზე სერიალ სპარტაკში კი ავსტრალიელი მსახიობი ლიამ მაკინტაიტი დანიშნა.[8]

ენდი უიტფილდი არა-ჰოჯკინის ლიმფომის დაავადებით გარდაიცვალა სიდნეიში, ავსტრალიაში 2011 წლის 11 სექტემბერს, დაავადების დიაგნოზიდან 18 თვის შემდეგ.[1][9]

ფილმოგრაფია რედაქტირება

მხატვრული ფილმები რედაქტირება

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2007 გაბრიელი გაბრიელი მთავარი როლი
2010 კემერონ მარშალი მედიკოსი

ტელესერიალები რედაქტირება

წელი ტელესერიალი როლი შენიშვნა
2004 ყველა წმინდანები მეთიუ პაკსი გახსნა (სეზონი: 2, ეპიზოდი: 7)
2008 სტრიპტიზი ჩარლი პალმერი ეპიზოდი: 2 და 7
2008 მეტივეებისთვის შეფუთული ნიკ ლეი ყველაფერი გეგმაში (სეზონი: 1, ეპიზოდი: 10
2008 მაკლეოდების ქალიშვილები ბრეტ სამუელსი დასამალი აღარსადაა (სეზონი: 8, ეპიზოდი: 4)
2010 სპარტაკი: სისხლი და ქვიშა სპარტაკი 13 ეპიზოდი
2011 სპატრაკი: ღმერთების არენაზი სპარტაკი მწარე დასასრული (ეპიზოდი: 6)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 სპარტაკის მსახიობი ენდი უიტფილდი გარდაიცვალა. Stuff.com.nz (12 სექტემბერი 2011). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2011.
  2. სპარტაკი: მწარე დასასრული ეპიზოდი: 6. IGN.Com (26 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2014.
  3. „ენდი უიტფილდის ქვრივი მისი მეუღლის გარდაცვალებაზე საუბრობს“. Mail Online. 25 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2013.
  4. 4.0 4.1 ენდი უიტფილდი კიბოს მკურნალობს. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-11. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი 2010.
  5. ე. უიტფილდი არა-ჰოჯკინის ლიმფომით გარდაიცვალა. au.ibtimes.com (12 სექტემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2012.
  6. უიტფილდი გამოჯანმრთელდა და როლს უბრუნდება. Deadline Hollywood (8 ივნისი 2010). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2011.
  7. ავადმყოფი უიტფილდი სპარტაკს ტოვებს. upi.com (17 სექტემბერი 2010). ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2011.
  8. ლიამ მაკინტაიტი დაინიშნა სპარტაკის როლზე. Starz.mediaroom.com (17 იანვარი 2011). ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი 2011.
  9. სპარტაკის მსახიობი ენდი უიტფილდი გარდაიცვალა სიდნეიში არა-ჰოჯკინის ლიმფომით. News.com.au (12 სექტემბერი 2011). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2011.