სპარტაკი (გაზეთი)
„სპარტაკი“ — ქართული გაზეთი. საქართველოს ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1922 წლის 22 იანვრიდან 1925 წლის 22 ოქტომბრამდე (1924 წლის 3 აპრილიდან გამოდიოდა როგორც საქართველოს ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური და თბილისის კომიტეტების, ხოლო იმავე წლის 3 ივლისიდან საქართველოს ახალგაზრდა ლენინელთა ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო). 1922 წლიდან 1924 წლის აპრილამდე გამოდიოდა კვირაში ერთხელ, შემდეგ — კვირაში 2-ჯერ, რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია. აშუქებდა საქართველოს კომკავშირული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს; მკითხველებს გააცნო რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე რევოლიციურ გარდაქმნათა ამსახველი მასალები. დაიბეჭდა სტატიები ახალგაზრდა თაობის ინტერნაციონალურ აღზრდაზე, შემდგომი შეკავშირებისა და კონტრრევოლუციური ძალებთან ბრძოლის აუცილებლობაზე. სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ვ.ი. ლენინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
1923 წლის 15 ოქტომბრიდან 1924 წლის 9 ივნისამდე „სპარტაკი“ რუსულ ენაზეც გამოდიოდა „იუნოშესკაია პრავდის“ სახელწოდებით კვირაში ერთხელ.
1925 წლის 8 დეკემბრიდან „სპარტაკის“ ნაცვლად გამოვიდა „ახალგაზრდა კომუნისტი“. ტირაჟი 2-4 ათასი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაბუნია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 508.