სპარსული ვიკიპედია

სპარსული ვიკიპედია (სპარს. ویکی‌پدیای فارسی) — ვიკიპედიის განყოფილება ფარსიზე.

ვიკიპედიის ნიშანი სპარსული ვიკიპედია
ویکی‌پدیادانشنامهٔ آزاد
განყოფილების ლოგო
მისამართი: fa.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: სპარსული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2003 წლის დეკემბერი
სტატიების რაოდენობა: 1 017 451
გვერდების რაოდენობა: 5 755 571
რედაქტირებების რაოდენობა: 40 465 261
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1 347 301
აქტიური მომხმარებელი: 4 424
ადმინისტრატორი: 32
სიღრმე: 152.5

სპარსული ვიკიპედია 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა, 2004 წლის 16 დეკემბერს კი უკვე ათას სტატიას მოიცავდა. ათი ათას სტატიას სპარსულმა განყოფილებამ 2006 წლის 18 თებერვალს მიაღწია. 2008 წლის 31 დეკემბერს კი 50 000 სტატიას მოითვლიდა, ხოლო 2010 წლის 25 აგვისტოს უკვე 100 000 სტატია იყო დაწერილი. 2011 წლის 22 მაისს სტატიათა რაოდენობამ 150 000 მიაღწია. 2012 წლის 10 ივლისს სპარსული ვიკიპედიის სტატიათა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

ლოგოტიპი, რომელიც 150 000-ე სტატიის დაწერის შემდეგ შეიქმნა.

ტაჯიკური ვიკიპედია

რედაქტირება

სპარსულ ვიკიპედიასთან ახლომდგომი ტაჯიკური ვიკიპედია სპარსული ენის ტაჯიკურ დიალექტზეა შექმნილი. სპარსულისგან განსხვავებით, რომელიც არაბული ანბანის სახელცვლილ სპარსულ ასო-ნიშნებს იყენებს, ტაჯიკური სახეცვლილ კირილიცას და ლათინურ ანბანს ეყრდნობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
სპარსულ ენაზე
ویکی‌پدیادانشنامهٔ آزاد