სოფიო (სოფო) კილაძე (დ. 16 იანვარი, 1984, ქუთაისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

სოფო კილაძე
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1984 (1984-01-16) (40 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება“
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი
ჯილდოები ღირსების მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზია.

2003–2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2008–2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა; 2011–2013 წლებში კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; 2012–2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი; 2014-2016 წლებში იყო შსს აკადემიის პრორექტორი.

2016–2020 წლებში იყო საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2021-2025 წლებისთვის არჩეულია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად,[1] არის კომიტეტისა და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ოფიციალური საკონტაქტო პირი.[2] 2023 წლიდან არჩეულ იქნა ამავე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად.[3]

2023-2028 წლებისთვის არჩეულია რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროსაბჭოს კომისიის წევრად.[4]

არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი. მათ შორის: მისი ავტორობით და ხელმძღვანელობის ქვეშ UNICEF საქართველოსთან თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც „ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტია, რომელიც  ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საჭირო კონკრეტულ, ეფექტურ მექანიზმებს მოიცავს“.[5] ასევე, მისი ავტორობით და სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ-ებერტის ფონდთან თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ.[6]

2015 წლიდან „საზოგადოება 2030“-ის წევრი და ანალიტიკოსი. 2015 წელს დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის ღირსების მედლით.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Kiladze, S. (30 ივნისი, 2022). „Effectivity of Public International Law: A Need for Paradigm Change“. Torun International Studies. 1 (15): 5–23. doi:10.12775/TIS.2022.001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  • Kiladze, S. (2014). „Fallloesung im Jurastudium'“. Internationale Tagung Fachsprache 2012: 44–50.
  • ბერაია ი., გიორგიშვილი ქ., იზორია ლ., კილაძე ს., მუზაშვილი დ., საპოლიციო სამართალი, თბ.: პოლიციის აკადემია, 2015.
  • კილაძე ს., ფირცხალაშვილი ა., სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო, თბ.: ფრიდრიხ-ებერტის ფონდი, 2018.
  • კილაძე ს., ტურავა პ., ბავშვის უფლებათა კოდექსის კომენტარები, თბ.: იურისტები სამყარო, 2021.
  • კილაძე, ს. (2021). „ბავშვის უფლებების რეალიზაცია მუნიციპალიტეტებში: ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით“. აკადემიური მაცნე: 60–80.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „UN-Kinderrechtsausschuss: Mitglieder für 2021 – 2025 gewählt!“. Netzwerk Kinderrechte (გერმანული). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „IPU and UN mobilize parliaments to support children’s rights“. Inter-Parliamentary Union (ინგლისური). 2022-11-15. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „Ann Marie Skelton elected Chair of the UN Committee on the Rights of the Child“. End Violence Against Children (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-04-25. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Members of the European Commission against Racism and Intolerance - European Commission against Racism and Intolerance (ECRI) - www.coe.int. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  5. ბავშვთა უფლებათა კოდექსი - მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის ka. UNICEF Georgia. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  6. ბოგვერაძე, მარიამ (20 დეკემბერი, 2017). „რას ითვალისწინებს კანონპროექტი სოციალური მუშაობის შესახებ“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)