სოფლის კომუნისტი
„სოფლის კომუნისტი“ —ქართული ყოველთვიური ჟურნალი, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1925–1930 წლებში. გამოსცემდა გაზეთ „ახალი სოფლის“ რედაქცია. აშუქებდა სასოფლო საბჭოების მუშაობას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, განათლების ორგანიზაციისა და კადრების საკითხებს. 1930 წლის აგვისტოდან მის ნაცვლად გამოდიოდა „აგიტატორი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 479.