სოფია რუსოვა
სოფია რუსოვა (დ. ლინდფორსი; 1856 წლის 18 თებერვალი, ოლეშნია, ჩერნიგოვის გუბერნია - 1940 წლის 5 თებერვალი, პრაღა) — უკრაინელი მასწავლებელი, პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე, უკრაინის ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი. [1][2]
სოფია რუსოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 თებერვალი 1856 ოლეშნია, უკრაინა |
გარდაცვალების თარიღი |
5 თებერვალი. 1940 (84 წლის) პრაღა, ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატი |
დაკრძალულია | ოლშანსკის სასაფლაო |
საქმიანობა | პედაგოგი, პოლიტიკური აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | ალექსანდრ რუსოვი |
შვილ(ებ)ი | მიხაილ რუსოვი, იური რუსოვი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასოფია რუსოვა დაიბადა ფრანგულ-შვედურ ოჯახში. მისი მამა გახლდათ გენერალი ფ. ლინფორსი. 9 წლის ასაკიდან ცხოვრობდა კიევში, სადაც დაამთავრა ფუნდუკლეის ქალთა გიმნაზია და მოხვდა ლისენკო-სტარიცკის უკრაინულ პატრიოტულ გარემოში.
1871 წლიდან, თავის დასთან, მარიასთან ერთად, ხელმძღვანელობდა კიევში მოზარდთა პირველ საბავშვო ბაღს და სკოლის გარე განათლებას.
1874-1876 წლებში გახლდათ პეტერბურგში უკრაინული თემის წევრი. იგი ეხმარებოდა მეუღლეს 1876 წელს ტარას შევჩენკოს სრული პოეტური კრებულის, „კობზარის“ მომზადებაში პრაღაში გამოსაცემად.[3][4]
შემდგომში ბორზნას მახლობლად მდებარე ფერმაში მუშაობდა მეანად და ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოებს. 1879 წლიდან ასწავლიდა ოლეშნაში.
იგი დააპატიმრეს 1881 წელს რუსულ რევოლუციურ წრეებთან კავშირების გამო და მას შემდეგ მუდმივად იმყოფებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირად იდევნებოდა, იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ ყველგან იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში ("კიევსკაია გრომადაში", "ოდესის უკრაინულ გრომადაში", "ხარკოვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში", იყო "მასწავლებელთა ეროვნული კომიტეტის" თავმჯდომარე, ა.შ.), მოაწყო საჯარო სამკითხველო, მოაწყო საიდუმლო სკოლები. 1879-1883 წლებში ქმართან ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოდესაში. ოდესაში მან შეადგინა უკრაინული ლიტერატურის კატალოგები. იგი დააპატიმრეს ოდესის ციხეში ჩასვეს.
1909 წლიდან გახლდათ პედაგოგი და პროფესორი ა.ვ.ჟეკულინას ქალთა უმაღლეს კურსებზე და კიევის ფრობელის პედაგოგიურ ინსტიტუტში. [5][6][7]
პედაგოგიური ჟურნალის „სვიტლოს“ თანადამფუძნებელი და თანამშრომელი (1910-1914 წწ.), ზოგადი სასარგებლო და იაფფასიანი წიგნების გამომცემლობის საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობის წევრი. 1913 წლის იანვარში სანქტ-პეტერბურგში, ქალთა პირველ რუსულ კონგრესზეს დააყენა საკითხი მშობლიურ უკრაინულ ენაზე განათლების მიღების შესახებ.
1917 წლიდან გახლდათ უკრაინის ცენტრალური რადას წევრი. ჰეტმან სკოროპადსკის დროს, იგი ხელმძღვანელობდა განათლების სამინისტროს სკოლამდელი და სკოლის გარე განათლების განყოფილებას, აქტიური იყო სკოლების დერუსიფიკაციის საქმეში, უკრაინის კვლევების კურსების ორგანიზებაში, უკრაინული სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებასა და გეგმის შემუშავებაში. იყო უკრაინის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე. 1919 წლის ოქტომბერში კამენეც-პოდოლსკიში დაარსდა სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაცია "უკრაინელი ქალების კავშირი", რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსოვა.
1920 წლიდან იყო კამენეც-პოდოლსკის სახელმწიფო უკრაინის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ლექტორი და უკრაინის ქალთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე (1938 წლამდე). 1920 წლის ნოემბერში, უკრაინული კვლევების ორთვიანი კურსები გაიხსნა კამენეც-პოდოლსკში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ორგანიზებული უკრაინის არმიის გენერალური შტაბის კულტურული და საგანმანათლებლო საბჭოს მიერ; ლექციებს კითხულობდნენ პროფესორი ივან ოგიენკო, პროფესორი ბიდნოვი, სოფია რუსოვა.
1922 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა, 1923 წლიდან პრაღაში, მიხეილ დრაგომანოვის სახელობის უკრაინის პედაგოგიურ ინსტიტუტში, პედაგოგიკის პროფესორი გახლდათ.
სოფია რუსოვა იყო მრავალი უკრაინული და რუსული სამეცნიერო და პოპულარული ჟურნალის თანამშრომელი. მისი ავტორობით გამოსული სტატიები ეხებოდა პედაგოგიურ საკითხებს (კერძოდ, სკოლამდელ განათლებას), ასევე ლიტერატურას და ხელოვნებას. იგი აგრეთვე გახლდათ ავტორი ნაშრომებისა ტ.შევჩენკოს, გ.სკოვოროდას, რ.თაგორის შემოქმედებაზე.[8]
სოფია რუსოვა გარდაიცვალა პრაღაში 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ოლსანის სასაფლაოზე.
ხსოვნა
რედაქტირება2016 წელს სოფია რუსოვას დაბადებიდან 160 წლისთავის აღსანიშნავად, უკრაინაში მისი სახელობის სამახსოვრო მონეტა მოიჭრა.[9]
ქალაქ რიპკის სკოლის ტერიტორიაზე დაიდგა სოფია რუსოვას ძეგლი. ოლეშნიაში, სადაც რუსოვა დაიბადა, მისი სახელობის სკოლასთან ფუნქციონირებს მოკრძალებული მუზეუმი, სადაც იმართება ხოლმე რუსოვასადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარები.[10]
ლიტერატურა
რედაქტირება- Берегиня української національної школи. До 140-річчя від дня народження С. Ф. Русової. 1856—1940 // Календар знаменних і пам’ятних дат на 1 кв. 1996 р. — с. 82.
- Берегиня української національної школи: Урочистості до 135-річчя від дня народження // Рідна школа. — 1991. — № 2. — с. 86-87.
- Богуш А. Біологічне та соціальне у поглядах С.Русової на виховання. // Дошкільне виховання. — 1996. — № 9. — с. 8-9.
- Гонюкова Л. В. Спогади Софії Русової //Український історичний журнал. — 1999. — № 5. — с. 133—148.
- Губко О. Т. Формування національної свідомості юнацтва у світлі ідей Софії Русової // Рідна школа. — 1992. — № 1. — с. 13—15.
- Гупало Сергій. Хрест великої українки.// День, № 25, 17 лютого 2006 р.
- Гураш Л. Виховувати малят на засадах педагогіки Софії Русової // Дошкільне виховання. — 1998. — № 4. — с. 22—23. — Бібліогр.: 7 назв.
- Гураш. Л. Софія Русова — «апостол Правди і Науки» // Дошкільне виховання. — 2001. — № 2. — с. 10—11.
- Дацюк Г. Софія, бо мудра // Початкова школа. — 1992. — № 1. — с. 59, 61.
- Дворецька В. Присв’ячується Софії Русовій // Дошкільне виховання. — 2001. — № 2. — с. 11.
- Джус О. В. Творча спадщина Софії Русової періоду еміграції / Прикарпатський ун-т ім. Василя Стефаника. — Івано-Франковськ, 2002. — 260 c.
- Дичек Н. П. С. Ф. Русова і зарубіжна педагогіка // Педагогіка і психологія. — 1996. — № 3. С. 169—177.
- Живодьор В. та ін. Видатні українські педагоги XX століття: Про національні основи виховання та традиційні народні моральні заповіді // Шкільна б-ка. — 2003. — № 7. — С. 62-63.
- Зайченко І. Листи Олександра та Софії Русових до Михайла та Віри Коцюбинських // Київська старовина. — 1999. — № 5. — с. 70—81.
- Ільєнко І. Про життя, педагогічну, видавницьку діяльність С.Русової та її спілкування з М.Рильським // Ільєнко І. Жага: Труди і дні Максима Рильського. — К., 1995. — с. 6—65.
- Калениченко Н. П., Кониленко Н. Б. Софія Русова // Рідна школа. — 1991. — № 12. — с. 68, 71.
- Качкан В. А. Просвітницький вогонь Софії Русової // Качкан В. А. Українське народознавство в іменах. У 2 ч. Ч. 1.: Навч. посіб. (За ред. А. В. Москаленко; Передм. А. Г. Погрібного). — К., 1994. — с. 151—159.
- Ківшар Т. Недруковані матеріали автобіографії Софії Русової // Київська старовина. — 1994. — № 1. — с. 105.
- Ківшар Т. Просвітяневська спадщина Софії Русової // Праці центру пам’ятознавства. — К., 1993. — Вип. 2. — с. 173—187.
- Коваленко Є. І., Пінчук І. М. Освітня діяльність і педагогічні погляди Софії Русової. — Ніжин, 1998. — 213 с.
- Коваленко Є. Софія Русова педагог-просвітитель, державний діяч, вчений // Рідна школа. — 2000. — № 8. — с. 35—38. — Бібліогр.: 5 назв.
- Козуля О. Велика просвітителька // Козуля О. Жінки в історії України. — К., 1993. — с. 99—103.
- Кучинський М. Педагог і вчений (Софія Русова) // Історичний календар. — 2001 . — К., 2001. — с. 115—118.
- Лахтадир О. Вчимося мудрості у Софії. (С.Русова) // Дошкільне виховання. — 1996. — № 3. — с. 13—14.
- Мазур Г. Педагогічну спадщину С. Ф. Русової — в масову практику роботи національної школи // Початкова школа. — 2001. — № 5. — с. 51—53.
- Мамновська Н. В. Концепція мовної освіти і мовленнєвого розвитку дітей у педагогічній спадщині Софії Русової // Педагогіка і психологія. — 1999. — № 1. — с. 129—135.
- Матеріали Всеукраїнських педагогічних читань, присвячених 140-річчю з дня народження С. Ф. Русової / АПН України, Інститут педагогіки/ Є. І. Коваленко (ред.). — Чернігів, 1996. Кн. 1: С.Русова — видатний педагог, державний, громадський діяч України. — 1996. — 59 с. Кн. 2. Проблеми національного виховання у спадщині С.Русової. — 1996. — 70 с. Кн. 3: Проблеми шкільної педагогіки і психології навчання і виховання у творчий спадщині Софії Русової — 1996. — 125 с.
- Мельничук М. Світ правдивий і чистий. Духовність дитини очима Софії Русової // Дошкільне виховання. — 1997. № 6. — с. 14—15.
- Палієнко М. Софія Русова // Історія України в особах, 19-20 ст. / Авт. колектив: І.Войцеховська (керівник та ін.) — К, 1995. — с. 355—358.
- Пінчук І. М. Освітня діяльність і педагогічні погляди С.Русової (1856—1940): Автореф. дис. … канд. пед. наук. — К., 1994.
- Проскура О. Б. Біля джерел української педагогічної думки // Русова С. Вибрані твори. -К.: Освіта, 1996.
- Проскура О. Софія Русова // Освіта України. — 1997. — № 33.
- Проскура О. Педагог і діяч // Дошкільне виховання. — 1996. — № 3. — с. 12—13.
- Проскура О. В. Софія Русова — вчений, педагог, громадський діяч // Педагогіка і психологія. — 1996. — № 1. — с. 171—180.
- Проскура С. Софія Русова // Дивослово. — 1995. — № 9. — с. 53—58.
- Проскура О. В. Софія Русова — талановита дочка України // Початкова школа. — 1993. — № 3. — с. 44—46.
- Проскура О. С. С. Ф. Русова й концепція українського дитячого садка // Дошкільне виховання. — 1991. — № 7. — с. ; № 10. — с. 16—18.
- Рацул А. Віднайдене ім’я повертаеться до народу (С.Русова) // Освітянське слово. — 1996. № 4.
- Сергеєва В. Ф. Софія Русова про фізичний розвиток дітей дошкільного віку // Педагогіка і психологія. — 1996. — № 2. — с. 146—151.
- Соловей М. Шкільна географія і краєзнавство у педагогічній спадщині Софії Русової // Географія та основи економіки в школі. — 2001. — № 1. — с. 33-34.
- Сухомлинська О. Софія Русова в контексті розвитку педагогічної думки // Початкова школа. — 1996. — № 9. — с. 54.
- Чередниченко Д. Софія Русова і сучасна школа // Українська мова і література в школі. — 1992. — № 1. — с. 38—42.
- Ярема О. Повертається забута спадщина // Дошкільне виховання. — 1991. — № 6. — с. 21
- Джус О. Творча спадщина Софії Русової періоду еміграції. — Івано-Франківськ, 2002. — 260 с.
- Коваленко С., Пінчук І. Освітня діяльність і педагогічні погляди Софії Русової. — Ніжин, 1998. — 213 с.
- Корновенко С. В. Українська революція: Історичні портрети: навчальний посібник для студ.іст. фак-тів вищ. навч. закл. України /С. В. Корновенко, А. Г. Морозов, О. П. Реєнт. — Вінниця: Фоліант,2004. — С. 183—184.
- Українська діаспора: літературні постаті, твори, біобібліографічні відомості / Упорядк. В. А. Просалової. — Донецьк: Східний видавничий дім, 2012. — 516 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kubiyovych, Volodymyr (1993). Encyclopedia of Ukraine. Toronto: University of Toronto Press.
- ↑ Rusova, Sofia (1937). Moi spohady. Lviv, Ukraine.(უკრ.)
- ↑ Shevchenko, Taras (2013). "The Complete Kobzar". issuu.com/glagoslav.
- ↑ Sofiâ Fedorivna Rusova // MAK (პოლონ)
- ↑ Subtelny, Orest (1988). Ukraine: A History. University of Toronto Press.
- ↑ Rusov, Oleksander (2011). Shchodennyky ta spohady. Chernihiv, Ukraine.
- ↑ Кізченко В.I. ВСЕУКРАЇНСЬКА УЧИТЕЛЬСЬКА СПІЛКА // Енциклопедія історії України : у 10 т. : [უკრ.] / редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. ; Інститут історії України НАН України. — К. : Наукова думка, 2003. — Т. 1 : А — В. — 688 с. : іл. — ISBN 966-00-0734-5.
- ↑ Hupalo, Serhiy (28 February 2006). "The cross of a great Ukrainian woman". day.kyiv.ua.
- ↑ "Sofia Rusova: Outstanding Personalities of Ukraine". National Bank of Ukraine. 18 February 2016.
- ↑ "Opening of the Sofia Rusova Museum in Chernihiv". CHOIM.org. 27 September 2013.