სოფია კარსონი (ინგლ. Sofia Carson; დ. 10 აპრილი, 1993[1][2]) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. პირველად ეკრანზე გამოჩნდა დისნეის სერიალში „ოსტინი და ელი“. 2015 წელს ივის როლი ითამაშა დისნეის „შთამომავლებში“. მოგვიანებით, მონაწილეობა მიიღო შთამომავლების მეორე და მესამე ნაწილებშიც. 2016 წელს ლოლა პერეზის როლი ითამაშა ფილმში „ძიძების თავგადასავალი“. 2016 წელს ტესას როლი მოირგო ამერიკულ კომედიაში „კონკიას ამბავი: თუ ფეხსაცმელი მოერგება“. 2019 წელს გადაიღეს სერიალში „პატარა საყვარელი მატყუარები: პერფექციონისტები“. ხოლო 2020 წელს მონაწილეობა მიიღო Netflix-ის ფილმში „შეიგრძენი რიტმი“.[3]

სოფია კარსონი

კარსონი 2017 წლის აგვისტოს
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1993 (1993-04-10) (31 წლის)
ფლორიდა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჯელესი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 2012–დღემდე
ჟანრი პოპ-მუსიკა, საცეკვაო პოპი
საიტი sofiacarson.com

კარსონმა თავისი სამომღერლო კარიერა ფილმი „შთამომავლების“ საუნდტრეკის შესრულებით დაიწყო, მოგვიანებით კი ჩაწერა სინგლი, სახელწოდებით „Rotten to the Core“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. La barranquillera Sofía Carson, la actriz de la familia Char Spanish. Revista Jetset (April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2015.
  2. Sofia Carson. TV Guide. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2016.
  3. Rearick, Lauren. Sofia Carson's Upcoming Netflix Movie Is "Step Up" Meets "Footloose" en-us. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2020.