სოსო ქოიავა
იოსებ (სოსო) დანიელის ძე ქოიავა (დ. 14 თებერვალი, 1933, აბაშა) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მის სახელთანაა დაკავშირებული ძველი ქართული ჭედურობის აღორძინება თანამედროვე ხელოვნებაში და ლითონმქანდაკებლობის დარგის ტრადიციის გაგრძელება.[1]
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით. 1959-1964 წლებში იყო თბილისის მოსე თოიძის სახელობის პროფტექნიკური სასწავლებლის პედაგოგი, 1964-1974 წლებში — დირექტორის მოადგილე; 1974-1979 — დირექტორი; 1979-1988 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლითონის მხატვრული დამუშავების კათედრის გამგე; 1989-1992 წლებში პრორექტორი სასწავლო დარგში, 1993-2003 წლებში — რექტორი. მუშაობს ქანდაკებაზე და ჭედურ ხელოვნებაში. ძირითადი ნამუშევრებია: „ჩაის პლანტაცია“ (ჭედური, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „აღორძინება“ (ქანდაკება, ქუთაისი), „საქართველოს სიუხვე და ხელოვნება“ (რელიეფური პანო, მეტროსადგური სადგურის მოედანი 2) და სხვ. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში 36 ქვეყანაში, 1994 და 1997 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები. დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.329
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 14 თებერვალი სოსო ქოიავას დაბადების დღეა, მედიაჰოლდინგი „კვირა“. 14 თებერვალი, 2020.