სოსო დანელია
სოსო დანელია (დ. 28 აგვისტო, 1956) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2015-2016 წლებში.
სოსო დანელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 აგვისტო, 1956 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, დიპლომატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1956 წლის 28 აგვისტოს. დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1979-1995 წლებში იყო თბილისის საავიაციო 31-ე ქარხანის ინჟინერ მშენებელი. 1991 წელს იყო თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1995-1996 წლებში იყო წარმომადგენლის მოადგილე საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობისა იტალიაში. 1997-2004 წლებში იყო საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში. 1997-1999 წლებში – საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იტალიაში. 1999-2001 წლებში – საქართველოს საელჩოს კონსული იტალიაში. 2001 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2001-2004 წლებში იყო საქართველოს საელჩოს კონსული იტალიაში. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეს მოვალეობის შემსრულებელი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი იტალიაში. 2006-2007 წლებში იყო საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს საელჩოს დესპანი იტალიაში. 2008 წელს იყო საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იტალიაში. 2011-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში, ვატიკანში. 2015 წლის 25 ნოემბრიდან 2016 წლის 18 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სოსო დანელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)