სორტავალა (რუს. Сортавала; ფინ. და კარ. Sortavala, შვედ. Sordavala; 1918 წლამდე სერდობოლი[1]) — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი კარელიის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. სორტავალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქმნის სორტავალის საქალაქო დასახლებას. შედის რუსეთის ისტორიული ქალაქების ჩამონათვალში.

ქალაქი
სორტავალა
Сортавала
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა კარელიის რესპუბლიკა
კოორდინატები 61°42′00″ ჩ. გ. 30°40′00″ ა. გ. / 61.70000° ჩ. გ. 30.66667° ა. გ. / 61.70000; 30.66667
ქალაქის თავი სერგეი კრუპინი
პირველი ხსენება 1468
ადრეული სახელები რუსა
ამჟამინდელი სტატუსი 1632
ფართობი 10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 18 831 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 1884,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 81430
საფოსტო ინდექსი 186790
ოფიციალური საიტი городсортавала.рф
300
300
სორტავალა — კარელიის რესპუბლიკა
სორტავალა

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქალაქის სახელწოდების საიმედო ეტიმოლოგიის ნაკლებობას ავსებს გადმოცემები, ლეგენდები და ლინგვისტური ჰიპოთეზები.

ერთ-ერთი რელიგიური ლეგენდა უკავშირდება ქალაქთან ვალაამისა და კონევეცის მონასტრების სიახლოვეს. ამ ლეგენდის მიხედვით „სორტავალა“ ითარგმნება როგორც „ეშმაკის ძალაუფლება“, თითქოსდა სწორედ ამ სანაპიროზე გამოაძევეს უწმინდური სულები პირველი ბერები ვალაამის კურთხევის დროს ბერებმა[2].

მეორე ვერსიით, რომელიც აკადემიკოს იაკობ გროტს ეკუთვნის, სახელწოდება მომდინარეობს ფინური სიტყვიდან „sorttawa“, რაც „გაკვეთას“ ნიშნავს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ლადოგის ტბის ვაკოლაჰტის ყურესთან, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს.

მესამე ვერსიით სორტავალა შეიძლება მომდინარეობდეს სახელიდან ან მეტსახელიდან „სორტავა“, რომელიც თავის მხრივ წარმოიშვა ფინური ზმნისგან sortaa (კარელიური sordua), რაც ნიშნავს „გაჭრას (ტყის), მოთიბვას (ბალახის)“.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს ლადოგის ტბის ჩრდილოეთ ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგიდან 270 კილომეტრში და პეტროზავოდსკიდან 240 კილომეტრში. ქალაქის რელიეფი დაკავშირებულია გელოგიურ პროცესებთან, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ბალტიის კრისტალური ფარი. ქალაქის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს უზარმაზარ ქვის ქედზე განლაგებულ ამფითეატრზე. ქალაქის ფარგლებში კლდეები ქმნიან მთელ რიგ მაღლობებს, მათგან ერთ-ერთია მთა კუხავუორი ქალაქის პარკში, საიდანაც ხედი იშლება ქალაქ სორტავალაზე[3].

ლადოგის ტბის გავლენის გამო, სორტავალის ჰავა საკმაოდ რბილია: ზაფხული ზომიერად თბილია (ზაფხულის საშუალო ტემპერატურა + 15°), ზამთარი კი ზომიერად რბილი (თებერვლის საშუალო ტემპერატურა -8,6°), მაგრამ ცალკეულ თვეებში შეიძლება დაფიქსირდეს +30° ზაფხულში და -40° ზამთარში. ნალექების რაოდენობაა 600 მმ წელიწადში[4]. განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო ქალაქი კლიმატური კურორტის სტატუსს ატარებს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა გულისა და ფილტვების დაავადებებისათვის[5].

თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მოსახლეობა, რომელთა შესახებ მოგვითხრობს ქვისა და რკინის ხანის არქეოლოგიური არტეფაქტები. ისინი აღმოჩენილია დასახლება ნუკუტალაჰტის ტერიტორიაზე (კუნძული რიეკალანსაარი), ხოლო ვიკინგების ეპოქის ნამოსახლარი აღმოჩენილია ხერმენიაკსა და ხელიულიაში. დასახლება პაასო კი ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს იყო გამაგრებული დასახლება.

ცნობილია რომ უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე მისდევდნენ მიწათმოქმედებას.

რუსულ წყაროებში კუნძული რიეკალანსაარი პირველად მოიხსენიება 1500 წელს ვოდის პიატინის ჩანაწერთა წიგნში, ხოლო როგორც დასახლება მოხსენიებულია 1468 წლის რუსულ-შვედურ სასაზღვრო შეთანხმებაში:

 
„არ უნდა მოუტანოს არანაირი ზიანი სორტავალას.“

1617 წელს სტოლბოვოს ზავის თანახმად გადავიდა შვედეთის კუთვნილებაში.

1632 წელს მეფე გუსტავ II ადოლფის ბრძანებით დაარსდა დასახლება სორდავალა, რომელმაც ქალაქის სტატუსი მიიღო 1646 წელს.

1705 წელს ჩრდილოეთის ომის დროს სამი დღის განმავლობაში დაიპყრო რუსულმა არმიამ. 1721 წლის ნიშტადტის ზავის თანახმად ძველი ფინეთი და მათ შორის სორდავალის ტერიტორია გადაეცა რუსეთს. მის ტერიტორიაზე კი დაარსდა ვიბორგის პროვინცია, ხოლო სორდავალას ეწოდა სერდობოლი. ჩრდილოეთის ომის განმავლობაში ქალაქი ძლიერ დაზარალდა, ხელმეორედ ქალაქის სტატუსი 1783 წელს მიიღო ეკატერინე II-ის საგუბერნიო რეფორმის შედეგად.

1811 წელს ვიბორგის პროვინცია შევიდა ფინეთის დიდი სამთავროს შემადგენლობაში და გახდა სერდობოლის მაზრის ცენტრი.

1873 წელს ააშენეს ქვის ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე. 1881 წელს გაიხსნა სამასწავლებლო სემინარია, ხოლო 1888 წელს — სასულიერო სემინარია.

1918-1940 წლებში ფინეთის შემადგენლობაშია. ზამთრის ომის შედეგად იგი დაიპყრო რუსეთმა. ადგილობრივი მოსახლეობა გადასახლდა ფინეთის ცენტრში. ომის დასრულების შემდეგ მოსკოვის ხელშეკრულებით გადაეცა სსრკ-ს და შევიდა ახლად ჩამოყალიბებული კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში.

1941 წელს ფინელებმა დროებით, 1944 წლამდე, დაიბრუნეს კონტროლი ქალაქზე. სსრკ-ფინეთის ომის დასრულების შემდეგ აღსდგა 1940 წლის მოსკოვის ხელშეკრულება და სორტავალა კვლავ სსრკ-ს გადაეცა. ამავე წლის სექტემბერში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მეორე ევაკუაცია[6].

1990 წელს მიანიჭეს რუსეთის ისტორიული ქალაქის სტატუსი.

დემოგრაფია

რედაქტირება

XIX საუკუნიდან ქალაქის მოსახლეობა ძირითადად ფინურია, ასევე ცხოვრობდნენ მცირე რაოდენობით რუსები და შვედები. ორი საბჭოთა-ფინური ომის შემდეგ სორტავალის ეთნიკური შემადგენლობა ორჯერ შეიცვალა და ქალაქში გადაასახლეს მოსახლეობა საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ძირითადად რუსები, უკრაინელები და ბელორუსები, თუმცა ფინელთა მცირე თემი დღემდე არსებობს ქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ სორტავალა კარელიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის, კარელიელები მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით კარელიელები და უახლოესი მონათესავე ფინელები, ადგილობრივი მოსახლეობის 4,4 %-ს შეადგენენ[7].

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Сортавала. ციტირების თარიღი: 2020-03-17. // Большой энциклопедический словарь
  2. Г. М. Керт, Н. Н. Мамонтова. Загадки карельской топонимики. / Изд. 3-е, испр. и доп. — Петрозаводск: Издательство «Карелия», 2007. — С. 79—82
  3. И. Кондратьева. Города России. Энциклопедия. — Москва: Большая Российская Энциклопедия, 1994.
  4. Сортавальский район. Карелия 2000 - Русский север..
  5. Сортавала. Народная энциклопедия городов и регионов России«Мой Город».
  6. 22 сентября 1944, Heninen.net. ციტირების თარიღი: 2020-03-17.
  7. Справка об исторических, культурных, демографических и национальных особенностях Сортавальского района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2020-03-17.
  8. Партнёрства (города-побратимы). Генеральное консульство РФ в Мюнхене. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19. ციტირების თარიღი: 2011-01-22.
  9. Развитие международного сотрудничества. Сайт Сортавальского муниципального района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2011-01-22.