სოომაის ეროვნული პარკი
სოომაის ეროვნული პარკი (ესტ. Soomaa rahvuspark; Soomaa – ჭაობების მიწა) — ეროვნული პარკი სამხრეთ-დასავლეთ ესტონეთში. მოიცავს 390 კმ² ტერიტორიას და მიეკუთვნება რამსარის კონვენციით დაცულ ჭარბტენიენ ტერიტორიებს. შეიქმნა 1993 წელს.
სოომაის ეროვნული პარკი
Soomaa rahvuspark | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ესტონეთი |
კოორდინატები | 58°26′27″ ჩ. გ. 25°06′20″ ა. გ. / 58.44083° ჩ. გ. 25.10556° ა. გ. |
ფართობი | 390 კმ² |
დაარსდა | 1993 |
პარკი შეიქმნა ფართოდ წარმოდგენილი ჭაობების, დაჭაობებული მდელოებისა და დაკლაკნილი მდინარეების დაცვის მიზნით. ძირითადად მოიცავს ვრცელ ჭაობებს, რომლებიც ერთმანეთისგან მდინარეებითაა გამოყოფილი. აღნუსხულია დაახლოებით 200 სახეობის მცენარე და უიშვიათესი სახეობის ცხოველები.