სონსონატეს დეპარტამენტი

სონსონატე (ესპ. Sonsonate) — სალვადორის ერთ-ერთი ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია სონსონატე. შედგება 16 მუნიციპალიტეტისგან.

დეპარტამენტი
სონსონატეს დეპარტამენტი
Departamento de Sonsonate
ქვეყანა სალვადორის დროშა სალვადორი
ადმ. ცენტრი Sonsonate
შიდა დაყოფა Central Sonsonate, Western Sonsonate, Northern Sonsonate და Eastern Sonsonate
კოორდინატები 13°43′00″ ჩ. გ. 89°44′00″ დ. გ. / 13.71667° ჩ. გ. 89.73333° დ. გ. / 13.71667; -89.73333
დაარსდა 1824
ფართობი 1 226 კმ²
მოსახლეობა 518 522 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 358,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC−6

დეპარტამენტის ფართობი 1 226 კმ²-ია, მოსახლეობა — 518 522 ადამიანი (2006 წ).

შეიქმნა 1824 წლის 12 ივნისს. 1859 წლის 29 იანვარს, სალვადორის ეროვნულმა პარლამენტმა გადაწყვიტა სონოსნატესთვის ჩამოერთვა ქალაქები — აპანეკა, სან-პედრო-პუშტლა, გუაიმანგო და ხუხუტლა, რომლებიც სანტა-ანას დეპარტამენტს მიუერთა.

1834 წელს, სონსონატე ცენტრალური ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკის მეორე დედაქალაქი იყო.

დეპარტამენტი ინარჩუნებს ადგილობრივთა რამდენიმე უძველეს ტრადიციას, აქ სახლობენ სალვადორში შემორჩენილი ნაჰუატლზე მოლაპარაკე ადამიანთა უმცირესი ჯგუფი.

სონსონატეს დეპარტამენტი უკიდურესად სასოფლო-სამეურნეო არეალია, გამოირჩევა განსაკუთრებით ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით, რომელიც ერთ დროს ყველაზე ღირებული რესურსი იყო ესპანელ კონკისტადორთათვის ცენტრალურ ამერიკაში, რომლებსაც აქ კაკაოს პლანტაციები ჰქონდათ გაშენებული. სახელი სონსონატე „400 მდინარის ადგილს“ ნიშნავს, ვინაიდან ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა აქ 2 000 მმ-ია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Atlas Geográfico Universal y de El Salvador. Editorial Océano. Edición 1995 ISBN 84-494-0135-6