სონა მუსტაფაევა
სონა ეიუბ ყიზი მუსტაფაევა (აზერ. Sona Əyyub qızı Mustafayeva; დ. 22 ივნისი 1916 — გ.1999) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი, ლირიკული სოპრანო. აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1943).[1]
სონა მუსტაფაევა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ივნისი, 1916 |
დაბ. ადგილი | ბაქო |
გარდ. თარიღი | 1999 |
გარდ. ადგილი | ბაქო |
სონა მუსტაფაევა ვიკისაწყობში |
1930 წლიდან იყო ბაქოში აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი. ჰქონდა მშვენიერი ტემრბის რბილი ხმა. განსაკუთრებული წარმატებით ეროვნული საოპერო რეპერტუარით გამოდიოდა.[2]
მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის შეიძლება დასახელდეს გიულჩოხრა და ნიჰიარი მუსიკალური კომედიიდან „არშინ მალ ალან“ და ოპერები-უზეირ ჰაჯიბეკოვის „ქოროღლი“, ნარგიზი — მუსლიმ მაგომაევის ოპერა „ნარგიზი“, დილბერი ჰაჯიევისა და კარაევის ოპერაში „ვეტენი“, რენა (აფრასიაბა ბადალბეილის „ნიზამი“), შირინი (ნიაზის „ხოსროვი და შირინი“) და სხვ.