სონატა ფორტეპიანოსთვის № 11 (მოცარტი)
სონატა ფორტეპიანოსთვის № 11, KV 331, ლა-მაჟორი — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სონატა ფორტეპიანოსათვის. მოცარტმა იგი დაწერა 1783-1784 წლებში, ვენაში. ნაწარმოების პრეზენტაციაც იქვე, 1784 წელს მოხდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ნაწარმოების მესამე ნაწილმა; ეს არის თურქული მარშის სახელით ცნობილი კომპოზიცია, რომლის ორიგინალური სათაურია Alla Turca. იგი წარმოადგენს რონდოს ფორმაში დაწერილ ალეგრეტოს ლა-მინორში, რომელიც მთავრდება ლა-მაჟორში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სონატა ფორტეპიანოსთვის № 11 (მოცარტი)“ ვიკისაწყობში.
- სონატის პარტიტურა და კრიტიკული შენიშვნები