სონარგაონი (ბენგ. সোনারগাঁও, ინგლ. Sonargaon) — ქალაქი ცენტრალურ ბანგლადეშში, სონარგაონის უპაზილას ადმინისტრაციული ცენტრი.

სონარგაონის მდებარეობა რუკაზე

სახელწოდება სონარგაონი ნიშნავს ოქროს სოფელს. ის იყო ბენგალიის ისტორიული, ადმინისტრაციული, კომერციული და საზღვაო ცენტრი. განლაგებულია მდ. განგის დელტას ცენტრში. სონარგაონი შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მუსლიმი მმართველებისა და აღმოსავლეთ ბენგალიის ცენტრს. აქ უმოგზაურია მრავალ მოგზაურს, მათ შორის იბნ-ბატუტას, მა ჰუანს, ნიკოლო დე კონტის, რომლებიც აღწერენ სონარგაონის დაწინაურებულ მდგომარეობას შუა საუკუნეებში.

ის იყო ჯერ ფახრუდინ მუბარაქ შაჰის სასულთნოს, შემდეგ ბენგალიის სასულთნოს, ბოლოს ბჰატის სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი. გიგი მდებარეობს ნარაიანგანჯის პორტის ინდუსტრიულ სანაპიროზე. დღესდღეობით, სახელწოდება სონარგაონი შემონახულია სონარგაონის უპაზილას სახით.

სონარგაონი პატარა დასახლებაა. მისი ფართობი სულ რაღაც 0,73 კმ² შეადგენს. 2001 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ქალაქში ცხოვრობს 4039 ადამიანი, რომელთა შორის 53,31 % არის მამრობითი სქესი და შესაბამისად, მდედრობითი სქესი 46,69 %. მოსახლეობის განათლების დონე შეადგენს 51 %, რაც ქვეყნის საერთო მაჩვენებლის 43,1 %-ია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება