სომხური ღვინო
სომხური ღვინო — სომხეთში დამზადებული ღვინო. სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი რეგიონია.
ისტორია
რედაქტირებაუძველესი დროიდან სომხეთი განთქმული იყო ღვინის წარმოებით, რეგიონში უძველესი ტრადიციები დღემდე შემონახულია. ამის შესახებ ვიგებთ ისეთი ფილოსოფოსების ნაწარმოებებიდან, როგორიც იყვნენ, ჰეროდოტე და სტრაბონი. მე -19 და მე -20 საუკუნეებში აკადემიკოს პიატროვსკის მიერ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ძვ.წ. 9 საუკუნეში თანამედროვე ერევნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ღვინის წარმოება.
არქეოლოგებმა, თეიშებაინის ღვინის საცავში აღმოაჩინეს 480 ქვევრი, რომლებშიც ეტეოდა 37 000 დეკალიტრი ღვინო. ამავე ტერიტორიაზე (თეიშებაინი სომხეთის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, სადაც უძველესი ნამოსახლარებია ნაპოვნი) და ერებუნში (ქალაქი-ციხე დღევანდელი ერევნის ტერიტორიაზე, აშენდა 2800 წლის წინ და 2700 წლის წინ გახდა სომხეთის დედაქალაქი) გათხრების დროს ნაპოვნი იქნა 10 ღვინის საწყობი, სადაც იყო 200 ქვევრი. ჯერ კიდევ სომეხთა წინაპრები, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს ურარტუს მკვიდრნი მეღვინეობას ეწეოდნენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხური ღვინის წარმოება კვლავ განახლდა.
1940 წლიდან 1985 წლამდე ღვინის წარმოება სომხეთში გაიზარდა ცხრაჯერ, ხოლო კონიაკის კი ჩვიდმეტჯერ. 1960 წლიდან 1986 წლამდე ცქრიალა ღვინის წარმოება გაიზარდა ათჯერ. 80-იან წლებში სომხეთი ყოველწლიურად ამუშავებდა დაახლოებით 210 ათას ტონა ყურძენს, საიდანაც მიიღებოდა 14–15 მილიონი დეკალიტრი ღვინო. აქედან ორი მილიონი გამოიყენებოდა კონიაკის წარმოებაში, ხოლო დანარჩენი კი ღვინის. 1980-იან წლებში სომხეთი უზრუნველყოფდა მთელი საბჭოთა კავშირში კონიაკის მოთხოვნას. გამოშვებული პროდუქციის სამი მეოთხედი ძირითადად ექსპორტზე რუსეთში გადიოდა. ამ პერიოდში სომხური ღვინის დამზადება მიმდინარეობდა „არარატ-თრეშში“. აქ სტუმრობისას მაქსიმ გორკმა განაცხადა, რომ უფრო ადვილია არარატზე ასვლა, ვიდრე ღვინის საწყობ „არარატ-თრეშის“ დატოვება. ხეობაში, არის „ღვინის დამზადების“ მუზეუმი, რომელის კოლექციაშიც რეგისტრირებულია ღვინის სამი ათასზე მეტი ვერსია, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. მთელს მსოფლიოში ღვინოების ასეთი მხოლოდ სამი საწყობი იყო: საფრანგეთში, იტალიასა და სომხეთში. დღეს ბევრ გლეხს, ისევე როგორც სამი ათასწლეულის წინ, მოჰყავთ ყურძენი და იღებენ ღვინოს სპეციალურ შენობებში. ღვინის ქარხნებში ღვინო ინახება მუხის კასრებში, მაგრამ ბევრ სოფელში ამჟამად მიმართავენ ძველ ტრადიციებს. მისი ვარდისფერი სტრუქტურის გამო, სომხური მუხა საშუალებას იძლევა რო ღვინოების მიღებული იქნსა ბუნებრივი ვანილით, რის შედეგადაც ღვინოს აქვს შოკოლადის და ხმელი ხილის ბუნებრივი გემოები. სომხური მუხისგან დამზადებული კასრების გამო ღვინოს აქვს განსხვავებული გემო, ამ უნიკალური კომბინაციის რეპროდუქცია შეუძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ History of Armenian Wines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-23. ციტირების თარიღი: 2016-03-23.