სომხეთის საზღვრის დაცვა
(გადამისამართდა გვერდიდან სომხეთის სასაზღვრო ძალები)
სომხეთის საზღვრის დაცვა (სომხ. Հայաստանի սահմանի պահակություն) — სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და საქართველოსთან საზღვრის დაცვასა და მონიტორინგზე. საზღვრის დაცვა სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ახორციელებს საქმიანობას.[1] 1992 წლის 28 იანვარს საზღვრის დაცვის შექმნის შემდეგ დანაყოფი თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მუშაობდა, მაგრამ 2004 წელს ის ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.
სომხეთის საზღვრის დაცვა Հայաստանի սահմանի պահակություն | |
---|---|
სომხეთის საზღვრის დაცვის ემბლემა | |
აქტიური | 28 იანვარი, 1992 - დღემდე |
ქვეყანა | სომხეთი |
შემადგენლობა | სომხეთის შეიარაღებული ძალები |
როლი | საზღვრის დაცვა |
ნაწილი | ეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტრო |
მექანიზირებული აღჭურვილობა
რედაქტირებაეროვნული უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაშია 5 БМД-1, 35 БМП-1, 3 БМП-1К, 5 БТР-60 და 18 БТР-70.[2]
გალერეა
რედაქტირება-
თურქეთ-სომხეთის საზღვარი. შირაკის პროვინცია, სომხეთი
-
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი. სომხეთის არტილერია სოფელ ნორაშენთან ახლოს, ტავუშის პროვინცია, სომხეთი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Eaton, Mark. "Major Trends in Military Expenditure and Arms Acquisitions by the States of the Caspian Region" in The Security of the Caspian Sea Region. Gennadii Chufrin (ed.) Oxford: Oxford University Press, 2001, pp. 89-90.
- ↑ International Institute for Strategic Studies, The Military Balance 2013. London: Routledge, 2013, p. 216.