სომხეთის სამხედრო ისტორია

სომხეთის სამხედრო ისტორია მოიცავს სომხეთის მთიანეთში მიმდინარე მოვლენებს ელინისტურ სახელმწიფოებს შორის, მოგივანებით დასავლეთით ბიზანტიის იმპერიასა და აღმოსავლეთით სპარსეთის იმპერიას შორის, სომხურ სამხედრო გამოგონებებსა და სომხეთის მოქმედებებს საზღვარგარეთ. სომხეთის სამეფოს სპარსეთისგან, შემდეგ რომისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის მრავალი ბრძოლა დასჭირდა. VII საუკუნეში არაბთა დაპყრობების დროს XV საუკუნის ბოლომდე სომხეთი მეტწილად სხვა იმპერიების დაქვემდებარებაში შედიოდა, მათ შორის: არაბთა ხალიფატის, სელჩუკთა იმპერიის, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, თემურიდების იმპერიის, აყ-ყოიუნლუსა და ყარა-ყოიუნლუს და სხვათა შემადგენლობაში. შიგადაშიგ სომხეთი დიდ სამხედრო წარმატებებსაც აღწევდა, როგორც ბაგრატიდების მმართველობის დროს, რომელთა სამეფოც სომხეთის მთიანეთში, კილიკიის სომეხთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

სომეხი ფიდაიები, 1890-იანი წლები

XVI საუკუნიდან აღმოსავლეთ სომხეთი სეფიანთა ირანის, შემდეგ კი აფშარიდების იმპერიისა და ყაზართა იმპერიის დაქვემდებარებაში შევიდა. XVI საუკუნეში, ზუჰაბის ხელშეკრულებით (1639) დასავლეთ სომხეთი ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ აღმოჩნდა. XVI-XVII საუკუნეებში ოსმალეთსა და სპარსეთს შორის ომების დროს დაპირისპირებული მხარეები სომხეთის სხვადასხვა ნაწილზე ცდილობდნენ გავლენის გავრცელებას. საუკუნეების მანძილზე ოსმალეთისა და სპარსეთის ჯარებში უამრავი სომეხი იბრძოდა.

1828 წელს დამარცხების შემდეგ ყაჯართა სპარსეთი იძულებულიო გახდა აღმოსავლეთ სომხეთი რუსეთის იმპერიისთვის გადაეცა. 1828 წლის შემდეგ ისტორიული სომხეთი ორ იმპერიის, ოსმალთა იმპერიისა და რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში შედიოდა. სომეხთა გენოციდის დროს თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ უამრავმა სომეხმა შეიარაღებული წინააღმდეგობა წამოიწყო.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მტრული დამოკიდებულების მიზეზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გახდა.

ანტიკური ხანა

რედაქტირება
 
XV საუკუნის მინიატურა, რომელზეც ავარაირის ბრძოლაა გამოსახული

= არტაშესიანთა დინასტია

რედაქტირება

სომხეთის ელინისტური სახელმწიფო დაარსდა ძვ.წ. 190 წელს არტაშესიანთა დინასტიით სათავეში. ძლიერების პიკში დიდი სომხეთი მოიცავდა დღევანდელი კავკასიის, თურქეთის, სირიისა და ლიბანის ტერიტორიებს. ტიგრან II-ის მმართველობის დროს სომხეთის სამეფო რომის რესპუბლიკას დაუპირისპირდა. დამოუკიდებლობის დაკარგვიდან მალევე რეგიონში არშაკუნიანების დინასტიის მმართველობა დამყარდა. მას შემდეგ რომაელები და სპარსელები სომხებთან ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. მართალია, არშაკუნიანების დინასტია ირანული წარმოშობისა იყო, ახ.წ. 301 წელს სომხეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. რადგანაც სპარსეთი ზოროასტრული ქვეყანა იყო, 451 წელს ავარაირის ბრძოლაში სომხები და სპარსელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში სომხები დამარცხდნენ, მათ რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება მოიპოვეს.

ტიგრან II-ის არმია

რედაქტირება

სომხეთის საზღვრების გასაფართოებლად ტიგრან II-მ დიდი ჯარი შექმნა. იუდიფის წიგნის აავტორის მიხედვით, ტიგრან II-ის ჯარი შედგებოდა ეტლებისა და 12 000 კავალერისტისგან. მის ლაშქარში შედიოდა 12 000 ცხენოსანი მშვილდოსანიც, რომლებიც აგრეთვე პართიელთა ჯარის მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო. სელევკიდების არმიის მსგავსად, ტირგანის არმია შედგებოდა ფეხოსანი ჯარისკაცებისგანაც. ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ტიგრან II-ის ლაშქარი 500 000 მეომრისგან შედგებოდა. ტვირთისა და აღჭურვილობის გადასატანად ქალემებს, ვირებსა და ჯორებს იყენებდნენ. სომხური არმია „უზარმაზარი, არარეგულარული სამხედრო ძალა იყო, რის გამოც მეომართა ზუსტი რაოდენობის დათვლა ისეთივე რთული იყო, როგორც მტვრის ნაწილაკების დათვლა“. სომხებისთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობას ორგანიზებული რომაული არმია წარმოადგენდა თავისი ლეგონებით.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blow, David (2009). Shah Abbas: The Ruthless King Who became an Iranian Legend. London, UK: I. B. Tauris & Co. Ltd.. ISBN 978-1-84511-989-8. 
  • Elishe: History of Vardan and the Armenian War, transl. R.W. Thomson, Cambridge, Mass. 1982
  • Dr. Abd al-Husayn Zarrin’kub "Ruzgaran:tarikh-i Iran az aghz ta saqut saltnat Pahlvi" Sukhan, 1999. ISBN 964-6961-11-8
  • Vahan Kurkjian - Period of the Marzbans — Battle of Avarair
  • Gevork Nazaryan - The struggle for Religious Freedom
  • de Waal, Thomas. Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press, 2003
  1. W, Aa. (2005). Materia Giudaica X/1. Editrice La Giuntina, გვ. 93. ISBN 88-8057-226-1.