სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი

სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი (სომხ. Հայաստանի Պատմության Թանգարան) — მთავარი ისტორიული მუზეუმი სომხეთში. მდებარეობს ქალაქ ერევანში. მუზეუმი დაარსდა 1919 წელს სომხეთის სურათების გალერეასთან ერთად. გალერეა და მუზეუმი განთავსებულია რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ერთ შენობაში. ეროვნულ მუზეუმს უკავია კომპლექსის ორი ქვედა სართული.

სომხეთის ეროვნული ისტორიული მუზეუმი
სომხ. Հայաստանի Պատմության Թանգարան

მუზეუმის შენობა
40°10′43″ ჩ. გ. 44°30′51″ ა. გ. / 40.1787000° ჩ. გ. 44.5142000° ა. გ. / 40.1787000; 44.5142000
დაარსდა 1919
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მდებარეობა ერევანი და კენტრონის რაიონი
სტატუსი არქეოლოგიური
კლასიფიკაცია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული
ვიზიტორები 10 000
ოფიციალური საიტი historymuseum.am
Map

მუზეუმის ექსპონატები იყოფა რამდენიმე თემატურ განყოფილებად. მუზეუმში არის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ისტორიული არქიტექტურისა და სომხეთის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებები. მუზეუმში გამოფენილია მატერიალური კულტურის ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია სომხეთის ტერიტორიაზე და მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან XIX საუკუნემდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება