სოლომონ გულისაშვილი

სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი (დ. 1874, სოფ. გიორგიწმინდა, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, — გ. 20 მაისი, 1952, იქვე) — ქართველი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1939).

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი (1901). მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებზე. 1907–1923 წლებში საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. შემდეგ იყო საგარეჯოს სკოლის ხელმძღვანელად და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად. 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეჯოს განათლების განყოფილებას, პედაგოგიურ კაბინეტებს და სხვადასხვა პედაგოგიურ-მეთოდურ სექციას. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. მისი რედაქციით ქართულ ენაზე პირველად გამოვიდა სასწავლო გეოგრაფიული ატლასი და ნახევარსფეროების რუკა. ჟურნალ „ნაკადულში" განაგებდა საბუნებისმეტყველო განყოფილებას.

ლიტერატურა

რედაქტირება