სოლომონ ბუტულაშვილი
სოლომონ ზაქარიას ძე ბუტულაშვილი (დ. 1790-იანები — გ. 14 სექტემბერი, 1826) — ქართველი სახალხო გმირი.
ბუტულაშვილი დაიბადა მღვდლის ოჯახში, სოფელ პატარძეულში (ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), სადაც მისი წინაპრები, გვარად დრეიძეები, სობელ არბოდან (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) გადმოსახლებულან. 1820-იან წლებში მსახურობდა ნაცვლად მშობლიურ სოფელში. რუსეთ–ირანის 1826-1828 წლების ომის დროს ჩაირიცხა ქართულ ცხენოსან ლაშქარში (მილიციაში). თავი გამოიჩინა ბრძოლის ველზე. მოკლეს ერთ–ერთი შეტაკების დროს. დაკრძალულია პატარძეულში, სადაც შემონახულია ბუტულაანთ საგვარეულო კოშკი. სოლომონ ბუტულაშვილს მიეძღვნა ხალხური ლექსი, რომელიც დღესაც არის სახალხო მთქმელთა რეპერტუარში. მისი შთამომავლები ცნობილები იყვნენ ბუტულაშვილების და ბილანიშვილების გვარებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოლომონ ბუტულაშვილის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში / მაცაბერიძე, ვ. // ქართული ფოლკლორი : მასალები და გამოკვლევები. - თბილისი, 1964. - N1-2. - გვ.129-144.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 510.