სოლექის ციხე
სოლექი, სოლფორექი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ ერსისში; ზღვის დონიდან 730 მეტრზე. ნაგებია კირით. შემორჩენილია ნანგრევები.
სოლექი | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
ფართობი | 0.020×0,010 კმ² |
მასალა | კირი |
გაშენებული იყო ჭოროხის ხეობის შესართავის – ერსისის ხევის მარჯვენა ფერდობზე ამოზიდულ დიდ და ციცაბო კლდეზე. მცირე ზომის ციხე მიუდგომელია, მასზე ასვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია. თხემსა და თხემის დაფერდებებზე შერჩენილია კედლების მცირე ნაშთები. ციხე იცავდა ჭოროხის ხეობიდან, ერსისის ციხიდან თორთომის ხეობაში გადამავალ გზას. ციხე საგანგებოდ უნდა იყოს დანგრეული (ალბათ ოსმალთა მიერ მისი აღების შემდეგ). მახლობლად იყო სოფელი სოლფორექი, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 271, თბ., 2017.