სოლაპური
სოლაპური (ინგლ. Solapur) ― ქალაქი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კარნატაკის საზღვრის მახლობლად.[1][2] სოლაპური მუმბაის, პუნის, ბანგალორსა და ჰაიდარაბადს შორის მთავარ მაგისტრალსა და სარკინიგზო მარშრუტზე მდებარეობს, ხოლო დამატებითი ხაზით მეზობელი კარნატაკის შტატის ქალაქებს, კალაბურაგსა და ვიჯაიაპურას უკავშირდება. სოლაპურის საერთაშორისო აეროპორტი მშენებლობის პროცესშია.[3] იგი მეშვიდე უდიდესი მეტროპოლიური ურბანული აგლომერაცია და მე-11 ყველაზე დასახლებული ქალაქია მაჰარაშტრაში. სოლაპური სიდიდით 43-ე ურბანული აგლომერაცია და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 49-ე ქალაქია ინდოეთის მასშტაბით.[4]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სოლაპური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 17°40′17″ ჩ. გ. 75°54′37″ ა. გ. / 17.6715194° ჩ. გ. 75.9104389° ა. გ. |
ფართობი | 180.67 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 457±1 მეტრი |
მოსახლეობა | 951 558 |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 217 |
საფოსტო ინდექსი | 413001 |
მაჰარაშტრის მასშტაბით, სოლაპური წამყვანია ბიდის წარმოების მხრივ.[5] სოლაპურის საბანი და პირსახოცი არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი,[6][7] თუმცა ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია.[8] სოლაპურის საბანი პირველი პროდუქტია მაჰარაშტრაში, რომელსაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იარლიყი აქვს.[9][10] სოლაპურის რაიონში ბროწეულის ფართომასშტაბიანი წარმოება მიმდინარეობს[11] და აქვე მდებარეობს ინდოეთის ბროწეულის ეროვნული კვლევითი ცენტრი.[12][13][14]
1992 წელს სოლაპურის მუნიციპალურ კორპორაციას გარეუბნები შეუერთდა და 300 კმ² მოიცვა.[15] ქალაქში მდებარეობს დიდი ინდური სავათის თავშესაფარი.
გეოგრაფია
რედაქტირებასოლაპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 17.68° და აღმ. გრძედი 75.92°. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 458 მეტრის ტოლია. ჩრდილოეთიდან აჰმედნაგარის რაიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ოსმანაბადის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― კალაბურაგის რაიონი, სამხრეთიდან ― ბიჯაპურის რაიონი, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ― სანგლის რაიონი, დასავლეთიდან ― სატარის რაიონი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― პუნის რაიონი.
სოლაპური მაჰარაშტრის შტატის დედაქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 410 კმ-ითაა დაშორებული, პუნიდან ― 245 კმ-ით, ხოლო ჰაიდარაბადიდან ― 305 კმ-ით. სოლაპური დეკანის ზეგანზე მდებარეობს.[16]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სოლაპური არიდულ და ნახევრად არიდულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ქალაქის კლიმატში სამი სეზონი გამოიყოფა: ზაფხული, მუსონები და ზამთარი. ტიპური ზაფხული მარტიდან მაისამდე გრძელდება. მაქსიმალური ტემპერატურა 30-დან 45 °C-მდე (86-დან 113 °F-მდე) მერყეობს. ყველაზე თბილი თვეებია აპრილი და მაისი. მაქსიმალური ტემპერატურა 40 °C (104 °F) ან მეტია. უმაღლესი ტემპერატურა, 46.0 °C (114.8 °F), 1988 წლის მაისში დაფიქსირდა.[17] მართალია, ზაფხული მაისის ბოლომდე არ მთავრდება და ზოგჯერ ივნისის დასაწყისამდე გრძელდება, მაგრამ ქალაქში მაისში ხშირია ჭექა-ქუხილი (თუმცა ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია). მუსონები ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება და ნალექიანობის ზომიერი მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 545 მმ-ია.[18] ზამთარი ნოემბერში იწყება და თებერვლის ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ზოგჯერ შეიძლება 10 °C-ზე (50 °F) დაბლა დაეცეს. სოლაპური კილარის (ლატურის რაიონი) სეისმურად აქტიურ ზონასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.
ჰავის მონაცემები — სოლაპური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36.7 | 39.4 | 43.9 | 44.7 | 46.0 | 45.6 | 38.9 | 40.0 | 38.0 | 38.5 | 36.1 | 35.2 | 46.0 |
საშუალო მაღალი °C | 31.3 | 34.2 | 37.7 | 40.1 | 40.2 | 34.9 | 31.9 | 31.2 | 31.9 | 32.7 | 31.8 | 30.8 | 34.1 |
საშუალო დაბალი °C | 16.3 | 18.1 | 21.7 | 24.6 | 25.1 | 23.4 | 22.5 | 22.0 | 21.9 | 20.7 | 18.1 | 15.8 | 20.8 |
რეკორდულად დაბალი °C | 4.4 | 6.1 | 12.2 | 13.9 | 16.1 | 17.2 | 16.7 | 15.0 | 15.9 | 12.4 | 7.8 | 6.7 | 4.4 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 6.0 | 2.3 | 7.9 | 14.8 | 33.4 | 120.4 | 121.0 | 134.0 | 177.0 | 96.2 | 22.4 | 7.0 | 742.5 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.4 | 0.3 | 0.7 | 1.4 | 2.7 | 7.2 | 8.0 | 8.7 | 9.0 | 5.1 | 1.4 | 0.5 | 45.4 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 31 | 26 | 23 | 23 | 27 | 49 | 58 | 58 | 53 | 42 | 36 | 34 | 38 |
წყარო: India Meteorological Department[19][20] |
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის სოლაპურის აღწერის მიხედვით, სოლაპურის მოსახლეობა 951 118 ადამიანს (482 194 კაცი და 468 924 ქალი) შეადგენს. ამავე წლის მონაცემებით, სოლაპურის რაიონის მოსახლეობის 73.13% მარათულ ენაზე საუბრობს, 9.28% ― კანადაზე, 6.47% ― ჰინდიზე, 4.49% ― ტელუგუზე, ხოლო 3.94% ― ურდუზე. 2012 წლის მონაცემებით, გარეუბნების ჩათვლით, სოლაპურის მოსახლეობა 1 250 000 ადამიანს უდრის.
2011 წლის მონაცემებით, 710 180-მა ადამიანმა იცის წერა-კითხვა, რომელთაგან 390 335 კაცია, 319 845 კი ― ქალი. ქალაქის მოსახლეობის 83.88%-მა იცის წერა-კითხვა. კაცებს შორის ეს მაჩვენებელი 91.31%-ის, ხოლო ქალებს შორის 76.3%-ის ტოლია.
ქალაქის მოსახლეობის მთავარი რელიგია ინდუიზმია. მას მოსახლეობის 75.73% მისდევს. მეორე უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს მუსლიმანები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის 20.64%-ს შეადგენენ. ბუდიზმს მოსახლეობის 1.62% მისდევს, ჯაიანიზმს ― 1%, ქრისტიანობას ― 0.73%, ხოლო 0.28% არარელიგიურია, სხვა რელიგიების მიმდევარია ან პასუხისგან თავს იკავებს.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Overview of Solapur. Maharashtra Airport Development Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 10 April 2015
- ↑ „ऐतिहासिक है महाराष्ट्र का सोलापुर“ [Aitihāsik hai Mahārāṣṭra kā Sōlāpur]. Aaj Tak (ჰინდი). 20 აგვისტო 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 21 მაისი 2015.
- ↑ Maharashtra Cities: Solapur. ციტირების თარიღი: 10 April 2015
- ↑ Biggest Cities in India. ციტირების თარიღი: 1 April 2015
- ↑ Meena Menon (21 June 2006). „A dream come true for beedi workers of Solapur“. The Hindu. Mumbai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2015.
- ↑ Prashant Mane (26 სექტემბერი 2011). „सोलापुरी चादरी, टॉवेलच्या व्यवसायाला घरघर“ [Sōlāpurī Cādarī, ṭŏvēlacyā Vyavasāyālā Gharghar]. Sakal (მარათჰი). Solapur, Maharashtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2015.
- ↑ „सोलापुर को मिला पहला पांचसितारा होटल“ [Sōlāpur Kō Milā Pahlā Pān̄casitārā Hōṭal]. IBN7 (ჰინდი). Solapur, Maharashtra. 19 ოქტომბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 ივნისი 2015.
- ↑ Suryakant Asabe (15 აგვისტო 2008). „सोलापुरी चादरींची निर्यात थांबली“ [Sōlāpurī Cādarīn̄cī Niryāt Thāmblī]. Maharashtra Times (მარათჰი). Solapur, Maharashtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2015.
- ↑ Supriya Shelar (მაისი 2010). „BARRING STRAWBERRIES, OTHER GOODIES LANGUISH IN STATE“. Sakaal Times. Maharashtra, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2015.
- ↑ „મહારાષ્ટ્રનું સબ્સિડી બજેટ“ [Mahārāṣṭranuṁ Subsidy Budget]. Mumbai Samachar (გუჯარათი). აპრილი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2015.
- ↑ Dinkar Gaangal (18 January 2015). „...सोलापुरात काही घडले आहे!“ [... Sōlāpurāt Kāhī Ghaḍlē āhē!]. Maharashtra Times (მარათჰი). ციტირების თარიღი: 21 July 2015.[მკვდარი ბმული]
- ↑ Matrix News (აგვისტო 2013). „कुशल प्रबंधन व उन्नत तकनीक अपनाने की सलाह“ [Kuśal Prabandhan Vā Unnatā Taknīk Apnānē kī Salāh]. Dainik Bhaskar (ჰინდი). Balotra, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2015.
- ↑ R.K. Pal. About NRCP (September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 April 2015
- ↑ Kavitha Iyer (20 მაისი 2015). „Maharashtra: Shifting weather pattern plays spoilsport; farmers' efforts fail to bear fruit“. Punjab Star News. India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2015.
- ↑ „'हद्द' वाढली पण विकास रखडलेलाच“ ['Hadda' vāḍhlī Paṇ Vikās Rakhaḍalēlāch]. Divya Marathi (მარათჰი). Solapur. 5 მაისი 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2015.
- ↑ Meena Menon (21 June 2006). „A dream come true for beedi workers of Solapur“. The Hindu. Mumbai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2015.
- ↑ Ever recorded Maximum and minimum temperatures up to 2010. India Meteorological Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 10 April 2015
- ↑ Solapur District at a Glance (2013). ციტირების თარიღი: 6 June 2014
- ↑ Station: Solapur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 711–712. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 April 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 April 2020
- ↑ Solapur City Census 2011 data. ციტირების თარიღი: 3 March 2018