სოკოლკის ბრძოლა
სოკოლკის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ჩრდილოეთის ომის ნაწილი | |||
თარიღი | 11 (22) აპრილი, 1709 | ||
მდებარეობა | სოკოლკა, უკრაინა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
სოკოლკის ბრძოლა — ბრძოლა გაიმართა 1709 წლის 11 (22) აპრილს (12 აპრილი შვედური კალენდრის მიხედვით), ჩრდლოეთის ომის პერიოდში, უკრაინაში შვედეთის და რუსეთის ჯარებს შორის. შვედების მხარეს ასევე იბრძოდნენ ზაპოროჟიის კაზაკები.
წინარეისტორია
რედაქტირება1709 წლის კამპანიაში კარლ XII-ის შვედეთის ჯარი მოქმედებდა უკრაინაში, ამ დროს შვედების მხარეს გადავიდნენ ჰეტმანი ივან მაზეპა კოსტ გარდიენკოს ზაპოროჟიის კაზაკების ნაწილით.
რუსები თავს არიდებნენ დიდ ბრძოლას, თუმცა აწარმოებდნენ „მცირე ომს“ და რეგულარულად ესხმოდნენ შვედების ცალკეულ რაზმებს. 1709 წლის აპრილის დასაწყისში კარლ ევალდ რენე გენერალ-ლეიტენანტის კავალერიის კორპუსი გაემართა „მტრის თავდაცვის დასათვალიერებლად“ და „ზაპოროჟიების გადასაბირებლად“. რუსების წინააღმდეგ შვედებმა გენერალ-მაიორის კარლ გუსტავ კრუზეს კავალერია გამოგზავნეს კაზაკებთან ერთად.
ოთხი ათასმა შემატებულმა კაზაკმა შვედეთის რეგულარულ რაზმზე არასასურველი შთაბეჭდილება დატოვა: „გაუნათლებელი და უსარგებლო ხალხი, მესამედს არ ჰქონდა იარაღი,მხოლოდ მოკლე შუბები და ცელი ბოძებზე“. იარაღის ურემზე შემოგდებისას, ორი ათასი კაზაკი „მოდიოდა როგორც დიდი ცხვრის ფარა“ მათ გვერდით კი 2,5 ათასი შვედი კავალერი. ისინი იმდენად დაიღალნენ ღამის მარშში, რომ შვედებმა ბრძოლამდე დატოვეს თავიანთი მხედრობის ნახევარი მათი დაფარვისთვის[2].
ბრძოლა
რედაქტირება1709 წლის 11 (22) აპრილს (12 აპრილი შვედური კალენდრის მიხედვით) შვედებმა გამოიყენეს ნისლი და უეცრად თავს დაესხნენ რუსების კარლ ევალდ რენეს კავალერიის კორპუსს და მიიწყვდიეს ის მდინარესთან. ზაპოროჟიის კაზაკებმა დაიწყეს რუსი კოლონიის გაძარცვა, უარი თქვეს დამორჩილებოდნენ გენერალ კრუზეს. რენემ შეძლო წესრიგის განახლება და გარღვევაზე წავიდა.
შვედები წერდნენ რომ, რუსებს 11 მილის მანძილზე უთვალთვალებდნენ, ამის მიუხედავად რუსების დანაკარგს წარმოადგენდა 400 დაშავებული და 1000 დაზარალებული. თვითონ შვედები თვლიდნენ, რომ დანაკარგს 290 ადამიანი, როგორც დაშავებულები ისე დაზარალებულები.
რენემ თავის მხრივ განაცხადა მოგების და 800 გარდაცვლილი შვედის შესახებ (მათ შორის პოლკოვნიკი ჰილდენშტერნი), ასევე ხელთ იგდეს 4 იარაღი. თავისი დანაკარგი 50 ადამიანად შეაფასა.
შედეგები
რედაქტირებაბრძოლას არშეუცვლია სტრატეგიული სიტუაცია. კარლ XII-ის ჯარმა გადაინაცვლა მდ. ვორსკლის მარჯვენა სანაპიროზე და მალევე დაიწყო პოლტავის ალყაში მოქცევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- В. А. Артамонов Полтавская битва и Восточная Европа, Журнал «Золотой Лев» № 213—214 — издание русской консервативной мысли.
- А. Б. Широкорад. Мифы и реалии Полтавской битвы. 2010 год.[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 А. Б. Широкорад. Мифы и реалии Полтавской битвы. 2010 год.
- ↑ В. А. Артамонов. Осада Полтавы в 1709 году (по шведским источникам), Вопросы Истории, 2004-11-30VPI -No.011