სოვეტსკაია აბხაზია
„სოვეტსკაია აბხაზია“ (რუს. Советская Абхазия — „საბჭოთა აფხაზეთი“; 1926 — 24 აგვისტო, 1991) — რუსულენოვანი რესპუბლიკური გაზეთი, საქართველოს კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. გამოდიოდა სოხუმში 1921 წლიდან კვირაში 3-ჯერ.
ისტორია
რედაქტირება„გოლოს ტრუდოვოი აბხაზიი“ (რუს. Голос Трудовой Абхазии — „მშრომელი აფხაზეთის ხმა“; 22 თებერვალი, 1921 — 8 ოქტომბერი, 1924) — აფხაზეთის რევკომისა და რკპ (ბ) ორგ-ბიუროს ორგანო: ყოველდღიური გამოცემა. სოხუმი.
ის იყო სამთავრობო გაზეთი და ატარებდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკას აფხაზეთში. გამოცემის დასაწყისში იგი იყო აფხაზეთის რევკომისა და რკპ (ბ) ორგ-ბიუროს ორგანო. 1922 წლიდან გახდა აფხაზეთში რევკომისა და სკპ საოლქო კომიტეტის ორგანო. თავდაპირველად პასუხისმგებელი რედაქტორი იყო ა. კაიდალოვი, 50-ე ნომრიდან რედაქტორი გახდა ტ. ვოლკოვი. მომდევნო წლებში კი, სხვადასხვა დროს, გაზეთს რედაქტორობდა იოსებ გენკინი, ა. პენიაკოვი, ნ. აკირთავა. შუალედებში გაზეთის გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია[1].
1921 წლის თებერვალში აფხაზეთის რევკომმა გადაწყვიტა გამოეცა თავისი ორგანოს გაზეთი, რაც კიდევაც დაავალა სოჭის განყოფილების ცენტრალურ გამომცემლობას. 22 თებერვალს, როდესაც მიდიოდა გააფთრებული ბრძოლები გაგრის მისადგომებთან 25 თებერვალს გამოიცა „გოლოს ტრუდავოი აბხაზიის“ პირველი ნომერი. სოჭაში გამოვიდა გაზეთის მოხლოდ რამდენიმე ნომერი, ხოლო აფხაზეთის გასაბჭოების შემდეგ (4 მარტი), გამომცემლობამ სოხუმში გადაინაცვლა.
პირველ წელს გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ და შედგებოდა ხუთ სვეტიანი მცირე ფორმატის ორი ფურცლისაგან. გაზეთი უფასოდ ვრცელდებოდა სახელმწიფო დაწესებულებებსა რეგიონებში. წლის ბოლოს გაზეთი გახდა ყოველდღიური. 1922 წლიდან გაზეთის სვეტების რაოდენობამაც იმატა და ფორმატიც გაიზარდა. 1923 წლიდან გაზეთის ზომამ მიიღო თავისი სრული სახე, რომელიც თითო გვერდზე შვიდი სვეტით იყო წარმოდგენილი. წლის ბოლოს გაზეთის რაოდენობამ ოთხს მიაღწია, ხოლო სვეტების რაოდენობა ხუთამდე დავიდა.
მას შემდეგ, რაც გაზეთი ფასიანი გახდა, მასზე მოთხოვნილება დაეცა და შესაბამისად მცირე რაოდენობით გამოდიოდა. მალე გაზეთმა პოპულარობა მოიპოვა და შესაბამისად, თუ 1922 წელს გაზეთის ტირაჟის ოდენობა 42-ს შეადგენდა, 1924 წელს უკვე 2250-მდე გაიზარდა[2].
გაზეთი აღნიშნული სახელწოდებით გამოდიოდა 1924 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
„ტრუდოვაია აბხაზია“ (რუს. Трудовая Абхазия — „მშრომელი აფხაზეთი“; 10 ოქტომბერი, 1924 — 26 სექტემბერი, 1926) — აფხაზეთის საოლქო რკპ (ბ) და ცნკ-ის ორგანო: ყოველდღიური გამოცემა. სოხუმი. კპგ-ის საოლქო კომიტეტის და აფხაზეთის ცაკის გამოცემა. ვ. ლენინის სახელობის სმუს ტიპოგრაფია[3]. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით (1924)[4]
„სოვეტსკაია აბხაზია“ 1926 წლიდან — 1991წლის 24 აგვისტომდე. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1971). ტირაჟი 45 ათასი (1984).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 449.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Голос Трудовой Абхазии
- ↑ газ. «Трудовая Абхазия», №264(1000), 25 ნოემბერი, 1924
- ↑ Трудовая Абхазия
- ↑ газ. «Трудовая Абхазия», №264(1000), 25 ნოემბერი, 1924